workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტუან გრიზმანი: ჩემპიონატის მოგებისთვის შესაფერისი გუნდი ვართ

ანტუან გრიზმანი: ჩემპიონატის მოგებისთვის შესაფერისი გუნდი ვართ

“ვილიარეალსა” და “ბარსელონას” შორის ცოტა ხნის წინ დასრულებული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ, რა თქმა უნდა, დუბლის ავტორი ანტუან გრიზმანი დასახელდა, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჩემპიონატის მოგება ყველას გვინდა. ვეცდებით, ყველა თამაში მოვიგოთ. ჩემპიონატის მოგების ერთადერთი გზა ესაა. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ შეგვიძლია.

ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. “ბარსელონაში” ასეთ თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა დიდი სიამოვნებაა. ჩემპიონატის მოგება გვინდა. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის შესაფერისი გუნდი ვართ.

მნიშვნელოვანია, რომ გაშვებულ გოლზე სწრაფი რეაქცია გვქონდა.

“ატლეტიკოს” შესანიშნავი სეზონი აქვს, მაგრამ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. თუ ყველა დარჩენილ შეხვედრას მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Barca_MNS
    schedule 26 აპრ 2021, 12:12

    me da barca,
    გაამართლა🤣

  • nika 54
    schedule 26 აპრ 2021, 12:04

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    მიიღებენ მისაღებს კუმანისგან..


    მეც ეგრე მეგონა სხვათა შორის, მაგრამ კუმანის მატჩის შემდგომმა კომენტარმა გამაკვირვა:
    "მეორე ტაიმში გავისაუბრეთ და ვფიქრობდი, რომ თამაშის გასაკონტროლებლად მზად ვიყავით. გადავწყვიტეთ, ცოტა უკან დაგვეხია და ისე არ გაგვერისკა, როგორც პირველ ნახევარში"
    მიხვდით? მე ფეხბურთელებს ვლანძღავდი და თურმე ამას შეუმუშავებია გეგმა, როგორ უნდა მოუშალონ მაყურებელს ნერვები, რო გაგვეშვა ნეტავ რას იტყოდა?

  • MARADONA1968
    schedule 25 აპრ 2021, 22:11

    ბაზარი არააააააააააააა, მიდი ასე მიაწექიიიით, სვარჩიკები დაადუღეთ და ეგააა

  • MARI=BARCA-fan
    schedule 25 აპრ 2021, 21:16

    მეორე ტაიმში ოროსნები,
    კაცნაკლულებს ვერ უმკლავდებოდნენ, დაიკიდეს და მარტო დროის გაყვანაზე რომ იყვნენ კინაღამ ერთი კი არა ორი გოლი მიიღეს ცოტა ვილიარეალსაც რომ არ დაეკიდა, ან ჟილკა აღარ ეყოთ..
    მიიღებენ მისაღებს კუმანისგან..
    არც პირველ ტაიმში იკლავდნენ თავს..
    ხანდახან მეჩვენება რომ შელოცვილებივით დარბიან! 🤨🤨🤨
    გრიზო ბრავო! ეს რომ ხასიათზე არ ყოფილიყო რა გვეშველებოდა!!!

  • Erekle
    schedule 25 აპრ 2021, 20:47

    Mifi jigaro egre gaahrdzele

  • C.PC5
    schedule 25 აპრ 2021, 20:47

    ვერ ვუყურე თამაშს და ახლა გამოისხა ფრთები ამ ჩემისამ🤣 საღოლ, სტატისტიკას რომ ჩავხედე ყველაფერი გრიზმანს უკეთებია🤗 გოლებს თავი დავანებოთ ყვეთელი და შეცვლაც თვითონ მოუსწრია❤️🙌 გააგრძელოს ახლა ასე და სეზონის დასრულებამდე თუ ასეთ დონეზე იქნება ვინ რას დაგვაკლებს?! ამის შემხედვარე მესი კიდე უფრო მხეცი გახდება და მერე ითვალონ მადრიდში ქულები😁❤️🙌🤗

  • me da barca
    schedule 25 აპრ 2021, 20:45

    ეხლა უხმეთ შამანებს და მიუსიეთ ატლეტიკოს.

  • ana anukii
    schedule 25 აპრ 2021, 20:44

    შემდეგი გაჩერება გრანადა 🤣🥳

  • Clever liar
    schedule 25 აპრ 2021, 20:39

    ქება და ქება გრიზმანს, მარა მთელი მეორე ტაიმი ცეცხლს ვეთამაშებოდით..

  • რივალდო-მესი
    schedule 25 აპრ 2021, 20:35

    საღოლ დღეს შენ. უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა გუნდს. ახლა მთავარია ხუთდაბათს გრანადა დავაყუდოთ და ყველაფერი საჩვენოდ იქნება. დღეს ძაან მეეჭვება ატლეტიკოს მოგება. პირიქით წააგებს ვფიქრობ.

  • frenkie dejong21
    schedule 25 აპრ 2021, 20:33

    Აუ დᲦეს ბილბაო გვიჯიგრებდეს ვაბᲨე მაგარი იქნება 😁

  • Joakim Brodén
    schedule 25 აპრ 2021, 20:30

    ჰე ახლა, აწი აღარაფერი მიქაროთ, მკვტრებოო