ალბათ უკვე ყველას მოგეხსენებათ, რომ კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ფეხბურთელ ლეო მესის მედიისგან და არგენტინელი “გულშემატკივრებისგან” კრიტიკა არ აცდენია. მის დასაცავათ რამდენიმე სიტყვა გუნდის კაპიტნმა, ხავიერ მაშერანომ წარმოთქვა…
“ჩვენ ყველა იმდეგაცრუებულები ვართ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ არგენტინას ცუდად თამაშის მიზეზი მესი ნამდვილად არ გახლავთ”, – განაცხადა პარასკევს კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ჩამშლელმა ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში პირველ ადგილზე კოლუმბიის ეროვნული ნაკრები, 4 ქულით იმყოფება. მას 3 ქულით კოსტა–რიკა მოჰყვება. მესამე ადგილს ფრედ დამთავრებული 2 შეხვედრის წყალობით არგენტინა იკავებს, ხოლო ბოლო ადგილის მკვიდრი ბოლივიის ეროვნული ნარები გახლავთ, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქულა აქვს. ეს ერთი ქულა მათ არგენტინასთან დაპირისპირებისას შედეგად მოიპოვს.

