ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 18 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 18 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18  აპრილს მოხდა.

თამაშები

18 აპრილს “ბარსელონას” 21-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1926 წელი

ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, მადრიდში, “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 5-1 გაანადგურა. გოლები სამიტიერმა (4) და პიერამ გაიტანეს.

1982 წელი

ლა ლიგის გასვლით მატჩში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” ანგარიშით 1-3 დამარცხდა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი კინიმ გაიტანა.

1992 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ალბასეტე” 7-1 გაანადგურა. გოლები სტოიჩკოვმა (4), ბაკერომ (2) და კუმანმა გაიტანეს.

2000 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ჩელსი” 5-1 გაანადგურა (3-1 ძირითად დროში და 2-0 დამატებით ტაიმებში). გოლები რივალდომ (2), ფიგუმ, დანიმ და კლუივერტმა გაიტანეს.

2004 წელი

“მალაგასთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში ხავიერ სავიოლამ “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში მე-100 თამაში ჩაატარა და საიუბილეო მატჩი გოლითაც აღნიშნა. ეს შეხვედრა ლა ლიგაში “ბარსას” მაისურით მე-200 გამოდგა ფილიპ კოკუსთვის.

2007 წელი

ესპანეთის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში ლიონელ მესიმ “ხეტაფეს” კარიერის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა. იხილეთ ვიდეო.

2015 წელი

ლა ლიგაში “ვალენსიასთან” შინ 2-0 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ “ბარსელონას” მაისურით თავისი მე-400 გოლი გაიტანა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    schedule 18 აპრ 2021, 16:02

    nika 54,
    თან დღეს 18 აპრილია🤷‍♂️🤷‍♂️

  • nika 54
    schedule 18 აპრ 2021, 13:30

    20 აპრილს "ბარსელონას" 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
    დღეს რა რიცხვია.

  • Diana
    schedule 18 აპრ 2021, 11:39

    მესი რა გენიოსია ♥♥♥