დღევანდელი შეხვედრისთვის დროზე ადრე დაბრუნებულმა ჟერარ პიკემ უნაკლო შეხვედრა ჩაატარა.
კატალონიელთა ლეგენდამ დაცვას ულიდერა და მეტოქე გუნდს შანსები ფაქტობრივად არ შეაქმნევინა.
მატჩის დასრულების შემდეგ პიკემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა.
“რთული წელია. მიუხედავად ამისა, როგორც ცხოვრებაში ხდება, აქაც დაეცემი და მაინც უნდა წამოდგე. გუნდმა სიტუაცია სრულად შემოატრიალა, ვამაყობ თითოეული ფეხბურთელით.”
“შესაძლოა, ეს ყველაზე ღირსშესანიშნავი ტურნირი არაა, მაგრამ როდესაც გვიჭირდა და მოგება გვესაჭიროებოდა ამ თასის მოპოვება უმნიშვნელოვანესი გახდა. კუმანი რთულ მომენტში მოვიდა, მოხარული ვარ მისი და მთლიანი სამწვრთნელო შტაბის წარმატების გამო.”
“ჟორდი ალბასთან წინა დღეებში პირადული საუბარი მქონდა, ასეთი დიალოგების ჩაწერა შეუსაბამოდ მიმაჩნია. ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ გუნდი მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯებოდა. მთავარი მიზანი დაწინაურება იყო. ეს გამოგვივიდა და ძალიან ბედნიერი ვარ.”




ყველაზე მაგრად კლასიკოში გვაკლდი შაკირიჩ
კლასიკოში უნდა გვყოლოდა და შეიძლება პირველ ტაიმში ასე არ დავჩაგრულიყავით
ამ თასის მოგება პიკეს დამსახურებაა 80%-ით. რომ არა ბოლო წამებზე გატანილი გოლი სევილიასთან გუშინ აქ ბარსა კი არა სევილია ითამაშებდა.
კლასიკოში უნდა გვყოლოდი შაკირიჩ
პიკე… ის საუკეთესოა!😊
ეს მაკრატელი ამას თან დააქვს ყველა ფინალზე? სხვათა შორის საკმაოდ კარგად ითამაშა იმის გათვალისწინებით, რომ ტრავმა ახალი მორჩენილი ქონდა და ასაკი თავისას შვრება. ატლეტიკს კი საკმაოდ ახალგაზრდები ყავს წინ და სისწრაფეში ტოლს არ უდებდა.
პიკე სხვა მუხტს აძლევს თამაშს , საერთოდ რომ არაფერი გააკეთოს მაინც კარგია მისი მოედანზე ყოფნა , ტურნირზეც სწორი თქვა შეიძლება დიდი არაფერი მაგრამ სწორედ ეს პატარა თასი გახდება დასაწყისი დიდი მიზნებისა , შემდეგი წელი დარწმუნებული ვარ ბარსა ბევრად უკეთესი შემადგენლობით იქნება და მეტ ტიტულსაც დადებს 💙♥💙♥
აი ხო დაბერდა მარა მაინც მაღალ დონეს ჩენებს რამდენჯერ ჩაჭრა და აართვა ბურთი. მოიგო ორთაბრძოლები… სააღოლ ამკაცს.😍❤
პირველ ტაიმში პიკე იყო საუკეთესო..მეორე ტაიმშიც მაგრამ დეიონგის და მესის კარგმა თამაშმა გადაფარა👌👌
ტრადიციულად ბადე 😎 პიკე დიდი ლიდერია, ასეთ დიდ მატჩებში იმედს არასდროს აცრუებს, ამ ასაკში და ტრავმიდან ახალი დაბრუნებულიც კი ✊🏻💙❤️