Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევის, ანსუ ფატის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მკურნალობის პროცესის ბოლო ეტაპს სასურველი შედეგები აქვს. ფეხბურთელის ოფიციალური წარმომადგენელი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ დამატებითი ოპერაცია საჭირო არ იქნება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ 2 კვირაა დარჩენილი.
ამჟამინდელი განრიგით ფატიმ ვარჯიშის დროს დატვირთვა 2 მაისამდე უნდა გაზარდოს. სწორედ ამ დროს იქნება დაზუსტებით ცნობილი, არის თუ არა საჭირო მკურნალობის გაგრძელება.
ნებისმიერ შემთხვევაში, კლუბის პრიორიტეტია, ფეხბურთელი მომდევნო სეზონს 100%-ით ჯანმრთელი შეხვდეს.
ანსუ ფატი ნოემბრის შემდეგ ტრავმირებულია. მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობის მიღება მხოლოდ 10 შეხვედრაში მოასწრო.




მიდი რა დაბრუნდი მალე ანსუ❤❤
ამათმა ხოგაა*რაკეს კიდერა ვერჩამოყალიბდნენ და როგორც უმტიტის დაემართა ისე არმოხდეს საბოლოოდ
1 კვირის წინ ჭირდებაო , დღეს არაო , ხვალ დაჭირდება , ზეგ აღარ …. ღმერთო როდის მოვა ზაფხული ყველაფერი დაზუსტებით გვეცოდინება
ფეხბურთელის ოფიციალური წარმომადგენელი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ დამატებითი ოპერაცია საჭირო არ იქნება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ 2 კვირაა დარჩენილი.
ანუ ჩვენ რა დასკვნა გამოვიტანოთ, ერთ კაცს გონია რო ფატი მორჩება?ეს წინწაგდებული ნიუსია ალბათ, თუ მორჩა ხო იტყვის მე ხომ ვთქვიო და თუ არა მაშინ, ხო გითხარით ორ კვირაში გადაწყდებაო?
წელს საერთოდ არ უნდა გარისკონ ამის დაბრუნება, გაიაროს ბოლომდე კურსი და იქითა წლიდან მოიხოდოს კარგი იქნება. ამისი ტრამვა კუმანის კისერზეა ჩვეულებრივად 17 წლის ბავშვს არ აქვს იმდენი ფიზიკური შესაძლებლობა რომ ყოველ მეორე-მესამე დღეს 90 წუთი ითამაშოს და ფეხებში დარტყმები აიტანოს, ამას კიდე საკმაოდ ბევრი ხვდებოდა და რასაც ქვია არ ასვენებდა. ამისი დრო რო დელაფუენტესთვის გაენაწილებინა დღეს ორივე ხოდზე იქნებოდა დარწმუნებული ვარ. სამწუხაროა ფატის ესეთი ამბავი იმედია დაბრუნდება ისეთი როგორიც იყო. იმედია სეზონის ბოლოს მოგვაშორებენ კუმანს და ვინმე უკეთესს მოიყვანენ.
მორჩა ამის ვარსკვლავობა მეორე ჩაკვეტაძე გაიჩითA იმენა ამდენ ხნიანი ტრავმა რა უბედურებაა რა არი