“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე თებერვალში ესპანელი მსაჯების კრიტიკის გამო არ დაისჯება. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
DjMaRiiO-სთან ინტერვიუში პიკემ განაცხადა: “ერთმა ყოფილმა მსაჯმა, თუ არ ვცდები, იტურალდე გონსალესმა განაცხადა, რომ მსაჯების 85% მადრიდიდან არიან. როგორ არ დაუსტვენენ ისინი “რეალის” სასარგებლოდ?”
პიკეს ამ განცხადების შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საკითხის შესწავლა დაიწყო. “ბარსელონას” მცველს 4 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით პიკე არ დაისჯება.




და სად იყო ის სადისციპლინო კომისია, როცა ერთმა მსაჯმა ამ ხუთიოდე წლის წინ პირდაპირ პროკურატურას რო მიმართა, სამსახურში რეალის სასარგებლოდ მსაჯობას მთხოვენო, მაშინ პერესმა ასეთი გეგმა შეიმუშავა: პირდაპირ მთავარ მსაჯის მოსყიდვა ძნელი იქნება დიდი დაკვირვების ნაწილიაო, მაგრამ გვერდითებზე შეიძლება თამაშის ამოქაჩვაო. მაშინ ეს საქმე მიაჩუმათეს, ეხლა კი რეალს აღარც სჭირდება ჩალიჩი, ჩვენ გავუმარტივეთ საქმე.
რეალური ფაქტი თქვა და რატო უნდა დაესაჯათ?
კიდევ ეს უნდა დაესაჯათ?!?!?!?

დისკვალიფიკაცია არა შანდალა, ისედაც დისკვალიფიცირებული არაა რამდენი ხანია?!
სამართლიანად არც ეკუთვნოდა დასჯა!!