კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, “ბარსელონას” ოფიციალურ ვებ–გვერდთან საუბრისას დაადასტურა ის ფაქტი, რომ 15 წლიანი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, იგი ფეხბურთიდან მიდის…
37 წლის აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს სურდა მადლობა გადაეხადა როგორც “ბარსას” ქომაგებითვის, ისევე ამ კლუბში მომუშავე ყველა პიროვნებისთვის. ბრაზილიელი კატალონიურ კლუბში გატარებულ დროს ასე აფასებს: “საუკეთესო სპორტული საფეხური.”
ფეხბურთელმა, რომელმაც თავისი საფეხბურთო კარიერა სხვადახვა წლებში “კროინთიასს”, “არსენალს”, “სელტა ვიგოს”, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” დაუკავშირა, აცხადებს, რომ “ბარსა” მის გულში სამუდამოდ დარჩება: “ეს კლუბი ჩემს გულში ყოველთვის იქნება და მინდა მადლობა ვუთხრა მას იმითვის, რომ მომცა შესაძლებლობა მიმეღო სიამოვნება და აქტივში ამდენი ტიტული ჩამეწერა.”
ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში 2004 წელს გადმობარგდა, როდესაც გუნდს ფრენკ რაიკაარდი ედგა სათავეში. ჰოლანდიელი დამრიგებლის დროს, მან თავის ანგარიშზე 2 “ლა ლიგას”, ერთი “ჩემპიონთა ლიგისა” და ერთიც “ესპანეთის სუპერ–თასის” ტიტულის ჩაწერა მოახერხა. პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდგომ, სილვინიო “ბარსაში” მხოლოდ 1 სეზონის მანძილზე დარჩა და ისიც ძირითად დროს სათადარიგოთა სკამებზე ატარებდა. ამ პერიოდში, “ბარსამ” მოახერხა და ტრიპლეტის მოპოვება შეძლო.
ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა “ბარსელონას” ფორმით 128 ოფიციალური შეხვედრა გამართა და მოწინააღმდეგეთა კარის აღება 3–ჯერ მოახერხა. თავიდან, მასთან ერთად მარცხენა ფლანგს ჯოვანი ვან ბრონჰოსტი ამაგრებდა, ხოლო შემდგომში მის კონკურენტად ფრანგი ერიკ აბიდალი მოგვევლინა. მისი ერთ–ერთი ბოლო მატჩი “ბარსას” ფორმით რომში შედგა … მაშინ კატალონიური კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედს” უპირისპირდებოდა. ამ დღეს ბრაზილიელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
სურათები









