ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეში:”სესკმა უნდა იჩქაროს”

ალვეში:”სესკმა უნდა იჩქაროს”

კატალონიური “ბარსელონას” მცველმა, დანიელ ალვესმა სესკ ფაბრეგასს მოუწოდა, რომ მალე დატოვოს “არსენალი” და შეუერთდეს  ლურჯ–ბროწეულისფერებს, თორემ მერე შეიძლება  გვიან იყოს.

“მე ვხვდები,  სესკს სურს, რომ ლონდონელებმა მის ტრანსფერში ბევრი ფული მიიღონ, მაგრამ ამასთანავე ის მთელი გულითა და სულით ჩვენკენ მოიწევს.”–ბრაზილიელის სიტყვებს RAC-1 ციტირებს–”ძირითადად ტოპ კლასის ფეხბურთელები თამაშობენ იქ სადაც სურთ. თუ მოთამაშეს კლუბის გამოცვლა სურს, მწვრთნელმა მათ ხელი არ უნდა შეუშალოს.”

“მე მახსოვს, როგორ გადმოვდიოდი “სევილიდან” “ბარსაში”. იმ დროს ვხვდებოდი, რომ ჩემს მატარებელს შეიძლებოდა ჩაევლო და მე რაც შეიძლებოდა მალე უნდა ავსულიყავი ბოლო სართულზე. მსურდა ტოპ კლუბში მეთამშა და ეს შევძელი.მე მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბის, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ვარ!”–დაასრულა დანიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში