დონეცკის “შახტარის” საფეხბურთო აკადემიას იუბილე აქვს. მისი დაარსებიდან 75წელი გავიდა.ამის აღსანიშნავად უკრაინული კლუბის ხელმძღვანელები ტურნირს ჩაატარებენ.ინფორმაციას კლუბის პრეს–სამსახური გვაწვდის.
ტურნირეში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. ესენი არიან: “ბარსელონა” (კატალონია, ესპანეთი), “შახტარი” (დონეცკი, უკრაინა), “ინტერი” (მილანი, იტალია), “აიაქსი” (ამსტერდამი, ჰოლანდია), “მანჩესტერ სიტი” (მანჩესტერი, ინგლისი), “სპარტაკი” (მოსკოვი, რუსეთი), “კონოპლიოვის აკადემია (ტოპლიატი, რუსეთი) და რუმინეთის იუნიორთა ეროვნული ნაკრები.
P.S. თქვენი ნებართვით, ვულოცავ “შახტარს” “ბარსამანიის” სახელით იუბილეს და “ბარსას” გამარჯვებას ვუსურვებ.