ახლახანს მომდევნო “ელ კლასიკოს” მსაჯის ვინაობა ოფიციალურად ცნობილი გახდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, 10 აპრილს გასამართ “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირებაში 44 წლის გამოცდილი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი იმსაჯებს.
ლაოსს “ბარსელონას” 42 შეხვედრაში უმსაჯია. აქედან კატალონიელებმა 29 (69%) მოიგეს, 8 (19%) ფრედ დაასრულეს, 5 (12%) წააგეს. “ბლაუგრანამ” 91 ყვითელი და 6 წითელი ბარათი მიიღეს.
მატეუ ლაოსმა “რეალის” თამაშებში 41-ჯერ იმსაჯა. მადრიდელთა აქტივში 29 (71%) მოგება, 5 (12%) ფრე და 7 (17%) წაგებაა. “სამეფო კლუბმა” 92 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მიიღო.
რაც შეეხება “ელ კლასიკოს”, ესპანელმა არბიტრმა მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივი საფეხბურთო დაპირისპირება 5-ჯერ განსაჯა. აქედან “ბარსამ” ერთხელ მოიგო, “რეალმა” – 3-ჯერ, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ლაოსმა ამ თამაშებში კატალონიელებს 15 ყვითელი ბარათი უჩვენა, მადრიდელებს კი – 17. მან “კლასიკოდან” “ბარსას” მხირდან ფეხბურთელი ერთხელ გააძევა, “რეალიდან” კი – არცერთხელ.
“ბარსასა” და “რეალის” შეხვედრა სტარტს შაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.
ანუ ბარათებს აფრიალებს უპრაგონოდ, Targeta Amarilla ყვარებია
ესპანურმა ლა ლიგამ მე-10 ტურში გასამართი მატჩების მსაჯები დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა "ელ კლასიკოს" არბიტრის ვინაობაც.
რაღაც უცნაურად ჟღერს, ლა ლიგამ მსაჯები დაასახელა და თურმე ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა მსაჯის ვინაობაც. აბა სხვას რას უნდა ნიშნავდეს მსაჯის დასახელება? რო ვიგებთ ვინ იმსაჯებს. ასე არ არის?
იმედია ნამუსს სულ არ მიაფურთხებს და ცოტა კაცურად მაინც მოიქცევა.
ფოსტალიონივით ჩამოარიგებს ბარათებს აუ რა მეზიზღება ეს მსაჯი ამის მადრიდისტა დედა მივაცენზურე
იტურალდე მომენატრა, გონსალესი (დაამთავრა სამწუხაროდ). ა რეფერი!!! ამასაც არა უშავს, მაგრამ იცის ხოლმე დაქლიავება!
თავი არ გვაგინებინო აბა შენ იცი
ეს რითი ვერ მოგვშორდაა! მარა ეს რომ მოგვშორდეს ტებასი უნდა მოგვშორდეს😠
Imedia samartliani iqneba