ლა ლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი.
ხავიერ ტებასმა კი ტრიბუნებზე გულშემტაკივრის დაბრუნების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია გაავრცელა. ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტის თქმით, ფანებს სეზონის მიწურულს ვიხილავთ.
“ვფიქრობ, სეზონის დასრულებამდე ტრიბუნების 10-25%-ზე დასწრება გულშემატკივარს შეეძლება.”
ამის შესახებ ტებასმა COPE-თან საუბრისას განაცხადა.
იმედია, “ბარსელონას” სეზონის დასკვნით ფაზაში, “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში გულშემატკივარი მხარს ტრიბუნებიდანაც დაუჭერს. აღნიშნული მატჩი 9 მაისს არის ჩანიშნული.




იმედია ატლეტიკოსთან კამპ ნოუზე იქნება ქომაგი
რაო კლასიკოდან დავიწყოთო მაყურებლის შეშვებაო.
"ვფიქრობ, სეზონის დასრულებამდე ტრიბუნების 10-25%-ზე დასწრება გულშემატკივარს შეეძლება." კლასიკოზე?
ეს უკვე კარგია
როდის შეივსება მთლად ნეტავი☹☹ მესამე ტალღა იწყებაო☹ სხვა ხიბლი აქვს მაყურებლის თანდასწრებით☹
დასკვნით თამაშებში, თან ატლეტიკოსთან შეხვედრაში თუ მოხერხდება ეგ განსაკუთრებით კარგი იქნება ჩვენთვის, უფრო მეტი მუხტი ექნება გუნდს და მოგებაც უფრო გაუმარტივდებათ❤️🙌