workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელეს გრანდები იწვევენ, მაგრამ უსმანს დარჩენა უნდა

დემბელეს გრანდები იწვევენ, მაგრამ უსმანს დარჩენა უნდა

უსმან დემბელეს 2 ევროპული გრანდისგან შეთავაზება აქვს, მაგრამ ის “ბარსელონაში” ბედნიერია და კატალონიურ კლუბში დარჩენას აპირებს.

23 წლის ფრანგს კატალონიურ კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას. უსმანს ტრავმები არ აწუხებს და მისი ცხოვრების წესი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. შედეგად დემბელე “ბარსას” სასტარტო შემადგენლობის წევრად იქცა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 36 თამაშში მან თავი 10 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

Mundo Deportivo-ს ცნობით დემბელეს, რომელსაც კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “იუვენტუსი” იწვევენ, მაგრამ ფრანგის პრიორიტეტი “ბარსელონაში” დარჩენაა.

დემბელესთვის კონტრაქტის გახანგრძლივება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჟოან ლაპორტასთვის, მაგრამ მას უსმანის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე დათანხმება მოუწევს. ფრანგის წლიური გასამრჯელო 12 მილიონი ევროა და კლუბის მე-6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, “ბარსელონაში” კი ხელფასების შემცირება იგეგმება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 07 აპრ 2021, 23:02

    არ უნდა კარგია, სამი წელია ნერვებს გვახევს. ადგეს და წავიდეს სანამ დროა ესეც და გრიზმანიც თორემ ასე არასდროს გუნდი არ აეწყობა.

  • El pistolero 9
    schedule 07 აპრ 2021, 13:05

    ძაან კარგი გადაწყვეტილებაა ხელფასების შემცირება.მგონი ამ მხრივ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ ევროპაში.ძაან გაბერილია ხელფასები