მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
6 აპრილი – უცნაურად ტრაგიკული დღე “ბარსელონას” ისტორიაში

6 აპრილი – უცნაურად ტრაგიკული დღე “ბარსელონას” ისტორიაში

1968 წლის 6 აპრილი. მეორე დღეს “ბარსელონამ” “რეალს” ძალიან მნიშვნელოვან თამაშში უნდა უმასპინძლოს. ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე “რეალი” წინ 3 ქულითაა. ვინაიდან მაშინ მოგება 2 ქულით ფასდებოდა, ეს არცთუ მცირე უპირატესობა იყო და იმას ნიშნავდა, რომ “ბარსელონას” აუცილებლად უნდა მოეგო.

როდესაც სრულიად ესპანეთი ამ თამაშის სამზადისში იყო, კატალონიაში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა – “ბარსელონას” 27 წლის ფეხბურთელი, ერთ-ერთი წამყვანი მცველი ხულიო სესარ ბენიტესი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნაური იყო – ზღვის პროდუქტებით მოწამვლა.

ბენიტესი “ბარსელონას” გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე იყო. მათ ის არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელობის, არამედ პოზიტიური პიროვნების გამოც უყვარდათ. ამის გათვალისწინებით გასაკვირი არ ყოფილა, რომ 7 და 8 აპრილს, “კამპ ნოუზე” გამართულ პანაშვიდზე 150 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. ეს ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამგლოვიარო ცერემონია იყო. ბენიტესი “კამპ ნოუს” სიახლოვეს, ლეს კორტსის სასაფლაოზე 8 აპრილს დაკრძალეს.

გადმოცემის თანახმად ბენიტესის ბოლო სიტყვები იყო “მიდით ბიჭებო, “რეალს” 2-0 მოუგეთ”.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ თამაში მხოლოდ 2 დღით გადადო და 9 აპრილს დანიშნა. “ბარსელონას” ფეხბურთელებს ბენიტესის თხოვნის შესრულების დიდი მოტივაცია არ ეტყობოდათ – ისინი მორალურად განადგურებულები იყვნენ. თამაში 1-1 დასრულდა და საბოლოოდ ჩემპიონი “რეალი” გახდა, რომელმაც 3 ქულიანი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. თუმცა იმავე წლის 11 ივლისს,  “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ესპანეთის თასის ფინალში “ბარსამ” “რეალი” 1-0 დაამარცხა და ფეხბურთელებმა ეს გამარჯვება გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნეს. ამ თასის მოგება ბენიტესის კარიერულ მიღწევებშიც ჩაიწერა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    schedule 07 აპრ 2021, 12:55

    სამწუხარო ამბავია🖤🖤

  • nika 54
    schedule 07 აპრ 2021, 10:13

    და უცნაურად ტრაგიკული რატომ იყო, პროსტო ტრაგედია მოხდა ხომ?

  • BEQA BARCA
    schedule 06 აპრ 2021, 22:50

    სამწუხაროა. რომ მოეგოთ კარგი იქნებოდა☹☹