workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსკარ მინგესა: “ბარსელონადან” წასვლაზე ვფიქრობდი

ოსკარ მინგესა: “ბარსელონადან” წასვლაზე ვფიქრობდი

“ბარსელონას” 21 წლის მცველმა, ოსკარ მინგესამ, რომელიც პირველი გუნდის არაოფიციალური წევრი მიმდინარე სეზონში გახდა, La Vanguardia-სთან ინტერვიუ ჩაწერა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

როცა “ბარსა ბ-ს” წევრი ვიყავი, ხანდახან სხვა კლუბში გადასვლაზე ვფიქრობდი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ წასვლის ვარიანტს განვიხილავდი. ძალიან მცირე სათამაშო დრო მქონდა. 
პირველ გუნდში ყველამ კარგად მიმიღო, ისინი ჩემზე ზრუნავენ და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. 
კონტრაქტის გახანგრძლივება? მოლაპარაკებებს მალე დავიწყებთ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. 
ერიკ გარსიას გვერდით თამაში? საუკეთესოთა გვერდით ყოფნა ჩემთვის პრივილეგიაა. ის “ლა მასიაშია” აღზრდილი, “მანჩესტერ სიტის” რიგებში კი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომლის ფილოსოფიაც “ბარსელონას” იდენტურია. 
ალექს კოლიადო? მიხარია, რომ ის კლუბში დარჩება. “ბარსელონაში” მასთან ერთად არაერთი წელი გავატარე და ერთმანეთთან უამრავი მოგონება გვაკავშირებს. 
ჩემი და აკადემიის ყველა ასაკობრივი გუნდის წევრი იყო. ახლა კი უკვე პირველ გუნდში თამაშობს. 
სად ვიქნები 10 წლის შემდეგ? კარგი იქნება, თუ ბარსელონაში – ჩემს ქალაქში და კლუბში, სადაც გავიზარდე. იმედი მაქვს, ასე მოხდება. 

– განაცხადა მინგესამ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 05 აპრ 2021, 13:28

    ციტატა: me da barca
    თმა შეიჭერი, წვერი გაიპარსე, თავს ნუ იმახინჯებ და ვარჯიშს მიხედე. იღბალა ხარ და რაც ღმერთმა გიბოძა შეირგე და არ დაკარგო.


    არადა ორივე უხდება. laughing

  • El pistolero 9
    schedule 05 აპრ 2021, 01:53

    ძაან მაგარი ბიჭი გამოდგა.იმედია კიდევ უფრო მოუმატებს

  • Always cule
    schedule 04 აპრ 2021, 23:39

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Always cule
    მაგრად გაუმართლა ამას


    შანსიც გამოიყენა თორე ეგრე ბარტრასაც გაუმართლა მარა კი ზის ბეტისის სკამზე

    შანსი ვერ გამოიყენათქო არ ვამბობ, ძალიან კარგადაც გამოიყენა. არადა ბ გუნდის მესამე მცველი იყო და ახლა პირველ გუნდში აწინაურებენ.

  • Don_Andresito
    schedule 04 აპრ 2021, 17:04

    ციტატა: Always cule
    მაგრად გაუმართლა ამას


    შანსიც გამოიყენა თორე ეგრე ბარტრასაც გაუმართლა მარა კი ზის ბეტისის სკამზე

  • me da barca
    schedule 04 აპრ 2021, 16:54

    თმა შეიჭერი, წვერი გაიპარსე, თავს ნუ იმახინჯებ და ვარჯიშს მიხედე. იღბალა ხარ და რაც ღმერთმა გიბოძა შეირგე და არ დაკარგო.

  • BEQA BARCA
    schedule 04 აპრ 2021, 14:56

    შენ და არაუხო უნდა იყოთ ძირითადში… მათალი დონე უნდა აჩვენო და დარჩები თუ გინდა კარიერის ბოლომდე💜❤

  • Always cule
    schedule 04 აპრ 2021, 14:03

    მაგრად გაუმართლა ამას

  • nika 54
    schedule 04 აპრ 2021, 13:28

    იმედია, ოღონდ თავში არ აგივარდეს.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 04 აპრ 2021, 13:14

    მჯერა რომ ამისგან დროთა განმავლობაში მაგარი და მაღალი დონის მცველი დადგება რომელიც ბარსელონაში დარჩება.