3 “ბლაუგრანელი” საქართველოს წინააღმდეგ | შემადგენლობა ცნობილია

3 “ბლაუგრანელი” საქართველოს წინააღმდეგ | შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს სულ რაღაც 1 საათში დაუპირისპირდება.

ძირითადი შემადგენლობები უკვე ცნობილია. ლუის ენრიკემ “ბარსელონადან” გამოძახებული სამივე ფეხბურთელი საწყის თერთმეტეულში განამწესა.

“ფურია როხას” შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

უნაი სიმონი, პედრო პორო, ერიკ გარსია, ლორენტე, ჟორდი ალბა, ფაბიან რუისი, სერხიო ბუსკეტსი, პედრი, ფერან ტორესი, ბრაიან ხილი, ალვარო მორატა.

რაც შეეხება ქართველთა სასტარტოს, ვილი სანიოლმა შვედეთთან მატჩის შემდეგ რამდენიმე ცვლილება შემოგვთავაზა, ძირითადში კვლავ ვხედავთ ხვიჩა კვარაცხელიასაც. “ჯვაროსნები” დღეს შემდეგნაირი თერთემეტეულით დაიწყებენ:

გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე, ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.

წინ საინტერესო დუელები გველოდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 29 მარ 2021, 11:56
    #7

    რაღა ჩვენთან გამოიყვანა საუკეთესოები.

  • El pistolero 9
    schedule 29 მარ 2021, 00:21
    #6

    ყოჩაღ ბიჭებს ძაან ღირსეულად ვეთამაშეთ ამხელა დონის ნაკრებს.კვარას ყოჩაღ❤❤ლორიამ კიდე მაგარი ყლაპა.მაკარიძე მასეთ ბურთს არ გაუშვებდა.იმედია ბერძნებს მაინც მოვუგებთ

  • Always cule
    schedule 29 მარ 2021, 00:00
    #5

    მოგებაც შეგვეძლო

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენიshield ვეტერანი
    schedule 28 მარ 2021, 23:50
    #4

    ეს რა ქნა ლორიამ დაგვტოვა გაღიმებულები.

  • me da barca
    schedule 28 მარ 2021, 22:29
    #3

    ამას ქვია დასანანი მარცხი. ლორიას კისერზეა მეორე გოლი და ამხელა შრომა გაატანა ქარს.

  • MrPerkins
    schedule 28 მარ 2021, 22:10
    #2

    ვახ ჩემი შუბა დავხიე! რა დრამატული თამაში იყო. ყოჩაღ ბიჭებს! კვარა განსაკუთრებით იმსახურებს შექებას, დრიბლინგიც აქვს და მოედნის ხედვაც.

  • Diana
    schedule 28 მარ 2021, 20:49
    #1

    აუუ გვაქვს შანსი ბურთის გატანის ❤

    მეშინია ორივე გუნდში ვინმემ ტრამვა არ მიიღოს

    ყველას აკვირდებიან და კვარაცხელიას დააკვირდნენ ❤❤❤❤❤