რამდენიმე საათი და ბოიან კრკიჩის ტრანსფერს წერტილი დაესმევა. როგორც იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, უოლტერ საბატინიმ განაცხადა, ამ ფეხბურთელის საკითხი საბოლოოდ ორშაბათს, ან სამშაბათს გადაწყდბა…
მოგეხსენებათ ბოიან კრკიჩი იტალიურ “რომასთან” უკვე ძალიან ახლოსაა. უკვე იტალიურიც და კატალონიური მხარეც იმაზე საუბრობს, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეულია. რომაული გუნდის სპორტულმა დირექტორმა კი “Ona FM”–თან საუბრსას განაცხადა: “დარჩენილია რამდენიმე პატარა დეტალი, მაგრამ ისეთი არაფერი, რომელსაც პორბლემის შექმნა შეუძლია.” ასე რომ, ბოიანის ტრანსფერს წერტილი რამდენიმე საათში დაესმევა.
ალბათ, “ბარსამანიას” საშუალებით, უკვე ყველამ იცით, რომ ხიხონის “სპორტინგის” მარცხენა მცველით, ხოსე ანხელით კატალონიის “ბარსელონა” და “რომა” იყვნენ დაინტერესებულნი და ალბათ ისიც კარგად მოგეხსენებათ, თუ რომელი გუნდი არჩია ახალგაზრდა ესპანელმა. ამ ფეხბურთელის შესახებ საბატინის არაფერი უთქვამს.