ლა ლიგის 26-ე ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “ოსასუნა” (2-0) დაამარცხა. კატალონიელები ლა ლიგაში უკვე სამი თვეა დაუმარცხებლები არიან.
რონალდ კუმანის გუნდი ჩემპიონატში ბოლოს 2020 წლის 5 დეკემბერს “კადისთან” (1-2) დამარცხა, ამის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” 16 შეხვედრა ჩაატარეს (13 გამარჯვება, 3 ფრე).
“ბარსელონა” ლა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 15 მარტს “უესკას” წინააღმდეგ გამართავს.




იმედია სერია კიდე დიდხანს გაგრძელდება
იქნებ მოახერხონ და ყველა მატჩი მოიგონ ამის მერე, გაუჭირდებათ მაგრამ არაა სხვა გზა
💪💪💪
მეგონა წელსაც უტიტულოდ დავამთავრებდით სეზონს, მაგრამ მე მგონი შანსები გაიზარდა, თუ დღეს ლაპორტა გაპრეზიდენტდა და პირველივე პრესკონფერენციაზე ჰოლანდის მოყვანა დააანონსა, იქნებ ლეომაც გადაიფიქროს მოხევაზე ფიქრი.
ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ
ხოდა ასე უნდა დავამთავროთ სეზონის ბოლოსაც არცერთი წაგება აღარ გვჭირდება, კონკურენტებიც ვერ არიან კარგ ფორმაში და ხშირად კარგავენ ქულებს და იმედია ამიტ ვისარგებლებთ
უდანაკარგოდ უნდა გავიაროთ ეს სეზონი ლა ლიგაში
კადისმა როგორ აგვახია 5 ქულა, ვერ მომინელებია. მიუმატე 5 ქულა და ახლა 61 ქულით პირველ ადგილზე ვიქნებოდით. ატლეზე 3 ქულით წინ. 2 თამაშით ნაკლები აქვს, მაგრამ მერე რა.