ლა ლიგის 26-ე ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “ოსასუნა” დაამარცხა (2-0). შეხვედრაში მეორე გოლი ლეო მესის პასით კატალონიელთა 18 წლის ნახევარმცველმა, ილაიშ მორიბამ გაიტანა, რომელიც მისთვის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით სადებიუტო იყო.
მორიბამ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” პირველ გუნდში 5 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
[media=https://twitter.com/i/status/1368315245983391746]




მაგარი ბიჭია.თან ყველა თამაშში რომელშიც ითამაშა ასისტი ან გოლი გააკეთა.დიდი პოტენციალი აქვს და იმედია განაგრძობს პროგრესს
ასე მგონია კიდევ ბევრია ლა მასიაში ვინც შანსს იმსახურებს ❤️
❤️❤️❤️
პირველ რიგში კუმანის დამსახურებაა, ასეთ პატარა ბიჭებს რომ აძლევს დროს და ეს ბიჭებიც ამართლებენ მოლოდინებს
კიდე ბევრი გაგეტანოოოს
მურაბას სიხარულით არ დაეძინება ამაღამ
დაიწყო ჩვენმა ლა მასიამ აღმასვლა და ეგაა. იმედია მეორე ოქროს თაობა გაიზრდება ამ პერიოდშიც
ძააან ჯიგარია.. ბევრს დარბიის, იბრძვის, თავმდაბალი ტიპია რომელიც თავის შანსს იდეალურად იყენებს. ჩაშლაც გამოსდის და შეტევაც.
დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს, პროგრესი თუ გააგრძელა
ასეთი ფეხბურთელები კი გვჭირდება :დდ სხვა რო ყოფილიყო შეიძლება კიდე მესისთვის დაებრუნებინა
ამან თუ განაგრძო პროგრესი მომავალი ნახ დაცვა გვეყოლება მაგარი: დე იონგი, პედრი, მორიბა❤💜
კაი შეაგდო, საღოლ ილუშ!