workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტონი ფრეიშა არჩევნებამდე 3 დღით ადრე პრესკონფერენციას მართავს

ტონი ფრეიშა არჩევნებამდე 3 დღით ადრე პრესკონფერენციას მართავს

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატიმა, ტონი ფრეიშამ, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, სასტუმრო “ბარსელო სანტსში” პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

სპონსორი

სპონსორთან მოლაპარაკებები დაგვიანებულია – ივნისიდან ან ივლისიდან. სპონსორი, რომელიც 2022/23 წლების სეზონიდან ამოქმედდება, ბაზარზე საუკეთესოა. თუმცა, მას “ბარსას” კორპორაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაისურის სპონსორი ჰონგ-კონგშია დაფუძნებული და ციფრული აქტივების გადამცვლელი კომპანიაა. იგი რაიმე ექსკლუზიურობას არ გვთხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალება გვექნება, სახლში ყოველგვარი რეკლამების გარეშე ვითამაშოთ.

შეთავაზება “ბარსას” კორპორაციისთვის

საშემოსავლო პრობლემების გადაჭრის გზას მივაგენით. საინვესტიციო ჯგუფთან შეთანხმებით, რომელიც 250 მილიონს გაიღებს, მაისურის სპონსორი სეზონურად 60 მილიონ ევროს გადაგვიხდის – სპონსორის მეშვეობით ამაზე მაღალი შემოსავალი მსოფლიოში არავის აქვს. ჯამში, 5 სეზონის განმავლობაში 550 მილიონს მივიღებთ.

კუმანისა და გუნდის წარმატება

მწვრთნელსა და ფეხბურთელებს გუშინდელი ბრწყინვალე მატჩის მოგებას ვულოცავ – ეს ემოციური ქამბექი იყო, რაც ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ამით “ბლაუგრანას” თითოეულმა გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო. ასევე, მინდა ქალთა გუნდს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გამარჯვება მივულოცო.
ძალიან მოტივირებული და კმაყოფილი ვარ. თავს ისე ვგრძნობ, როგორც – გუშინ, “ბარსელონას” ფეხბურთელები გრძნობდნენ, მას შემდეგ, რაც ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დატრიალდა.
როგორც ყველა მატჩისას ხდება ხოლმე, ამ თამაშის მიმდინარეობის დროსაც ძალიან ვნერვიულობდი და დანარჩენ ორ კანდიდატთან ვსაუბრობდი. ძალიან ბედნიერმა დავიძინე და ასეთივემ – გავიღვიძე. ეს წარმატება თავდაჯერებულობის მოპოვებასა და პარიზში კარგად ასპარეზობაში დაგვეხმარება. ერთი-ერთი მათგანი ვარ, რომელსაც ყოველთვის სჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

არჩევნები

ვიმედოვნებთ, რომ არჩევნებს მოვიგებთ, მაგრამ თუ არ გამოგვივა, კლუბს შესრულებული სამუშაოთი დავეხმარებით.
მენეჯმენტში გარკვეული გამოცდილება გვაქვს, რასაც პარტნიორები აფასებენ. დამოუკიდებლები ვართ და ჩვენი აქ ყოფნა სწორედ ამ უკანასკნელთა დამსახურებაა.
ამ საქმის წამოწყებისთანავე მოვისმინე ვიქტორ ფონტის ინტერვიუ, სადაც მას მხოლოდ ჟოან ლაპორტაზე ჰკითხეს და არა – ჩემზე. ეს ძალიან შესამჩნევი იყო… თუმცა, პარტნიორებმა იციან, როგორ მოიქცნენ. მათ მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი.
მე ის კანდიდატი ვარ, რომელსაც პრობლემების მოგვარება შეუძლია. ბრძოლა კი ისეთი კანდიდატების წინააღმდეგ გვიწევს, რომლებიც ან პროექტს მალავენ და საკუთარი კამპანიისთვის მედიას ელოდებიან, ან გამოუცდელნი არიან.
კლუბის წევრებს ხმის მოცემისკენ მოვუწოდებთ. არჩეული შტაბი მაქსიმალურად ლეგიტიმურად უნდა მოქმედებდეს და შეუძლია, ხმა მოითხოვოს.

მხარდამჭერები

მესმის, რომ ფონტი ხელფასებზე საუბრობს. არ ვიცი, ეს კლუბის მდომარეობას რამდენად შეესაბამება. 2010 წელს სახელმძღვანელო პერსონალის წვერი ვიყავი და თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერა ვიგრძენი.

მომავალი შტაბი

ყველა იმ პიროვნებასთან ვისუაბრეთ, ვინც შემოგვიერთდება, ჟორდი კრუიფი კი ერთ-ერთი მათგანია. იმ ადამიანების პატივისცემის გამო, რომლებსაც მოქმედი კონტრაქტი აქვთ, იმ თემებს, რაც ჩვენ განვიხილეთ, არ გავამჟღავნებთ.

ბართომეუს დაპატიმრება

“ბარსაში” ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსა და პოლიციის მიერ ოფისის ჩხრეკაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. ვფიქრობ, ამ ყველაფერს რაღაც მიზანი აქვს. აღნიშნული საკითხის განსჯას არ ვაპირებ, სამართლიანობასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ვენდობი. ეს კამპანიაში გამოჩნდა, რაც შემთხვევითი არაა, თუმცა პარტნიორების შეცდომაში შეყვანა არ შეიძლება. შედეგიც კი დაგეგმილი გზით არ მიდის.
ეჭვი არ მეპარება, რომ ბართომეუს დაკავება არჩევნებზე იმოქმედებს, თუმცა მას არ ვიცავ. ახლა ქსელებზე ვსაუბრობთ და კარგი იქნება, თუ ამას გავაანაზილებთ. Twitter-ის მეშვეობით “ბარსას” მხარდაჭერა გამოვუცხადე, რის შემდეგაც 1 400 შეტყობინება მივიღე – თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ასევე, ვიღაცამ ჰეშთეგების – ValverdeOut-სა და BartomeuOut-ის გავრცელება უზრუნველყო.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 05 მარ 2021, 13:52
    #10

    საშემოსავლო პრობლემების გადაჭრის გზას მივაგენით.
    მერე რას მალავ უთხარო ლაპორტას, შენ ხომ მაინც ვერ იმარჯვებ და იფიქრე ბარსაზე.

  • ♠️Spooky♠️
    schedule 04 მარ 2021, 22:21
    #9

    ციტატა: Berlinetta♥
    ბართოს და როსელის კაცია ესეც


    Xo tavidan kargad bazrobda vitom da daiwva bolos tavi… Fonti chveulebrivi populisti mgonia, asjer aur-dauria misi poziciebi koemantan da sxvebtan, ertaderti realuri kaci laportaa da moigebs kidec

  • Berlinetta♥
    schedule 04 მარ 2021, 21:39
    #8

    ბართოს და როსელის კაცია ესეც

  • ბასქუ10
    schedule 04 მარ 2021, 21:38
    #7

    სპონსორების თემაც მართლაც მიმზიდველია თუმცა ლაპორტას მეტი მაინც ვერავინ შეძლებს კლუბის ამ გაჭირვებიდან ამოყვანას

  • me da barca
    schedule 04 მარ 2021, 20:31
    #6

    იგი რაიმე ექსკლუზიურობას არ გვთხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალება გვექნება, სახლში ყოველგვარი რეკლამების გარეშე ვითამაშოთ.
    აბა რას გვთხოვს და რაში იხდის ამხელა თანხას?

  • El pistolero 9
    schedule 04 მარ 2021, 19:55
    #5

    ლაპორტა იგებს მაინც და იტლიკინე რამდენიც გინდა.ტიპმა ხელმოწერათა ისეთი რაოდენობა წარადგინა რო ფონტის და ამისი ერთად არ იყო იმდენი.რისი იმედი აქვთ ნეტა

  • ROUCH
    schedule 04 მარ 2021, 18:44
    #4

    ამასაც და ფონტსაც კაი გეგმები აქთ ბარსას სასიკეთოდ და იმედია ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი დანარჩენ კანდიდატებთან ითანამშრომლებს და რამე თანამდეგობებს შესთავაზებს

  • lukaaa
    schedule 04 მარ 2021, 18:32
    #3

    ან შენ ან ფონტი,ძალიან კარგად ისაუბრა,ერთადერთი ის არ მომეწონა მადრიდზე ცუდის თქმით რო იპრავებს თავს,მარა არაუშავს დახვეწავს
    ჩათვალეთ პსჟ გაგდებული გვყავს,თუვერ გავალთ მოგებით მაინც მოვუგებთ

  • Always cule
    schedule 04 მარ 2021, 18:24
    #2

    უშანსოდ ხართ ლაპორტასთან, შენც და ფონტიც.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 04 მარ 2021, 18:22
    #1

    თუ არა არ გამოგივათ არჩევნებში გამარჯვება და მეორე პრობლემების მოგვარება ერთადერთი ლაპორტას შეუძლია.