ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხურთელი, რომელმაც ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონში 100 დრიბლინგის შესრულება მოახერხა. შესრულებულ დრიბლინგებს შორის 58% წარმატებული აღმოჩნდა.
ამ სტატისტიკით მესი ლა ლიგაში პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ევროპის 5 საუკეთესო ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებს შორის ეს სტატისტიკა განსხვავებულია.
ევროპის ტოპ ლიგებში დრიბლინგის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს ადამა ტრაორე. “ბარსელონას” ყოფილი გარემარბი ამჟამად “ვულვერჰემპტონის” რიგებში თამაშობს.
წარმოგიდგენთ საუკეთესო დრიბლიორებს ევროპის 5 საუკეთესო ლიგის მიხედვით Opta-ზე დაყრდნობით:
- ადამა ტრაორე – 105 (65%)
- ლიონელ მესი – 100 (58%)
- ხავიერ გალანი – 82 (74%)
- როდრიგო დე პაული – 79 (67%)
- ანდრე-ფრანკ ზამბო – 78 (68%)




ვერ დარბის უკვე და დრიბლინგს დგომაში ხო არ გააკეთებს, დაბერდა კაცი და მივიღოთ როგორიც არის, თუმცა კიდევ ბევრს ჯობია.
ტრაორეს, რომ მესიზე მეტი ექნება…
ტრაორე რა უტვინოა აზრზე ხართ? ცარიელი დრიბლინგი რა ვის რა ჯანდაბათ უნდა თუ მაგას გოლი ან საგოლე გადაცემა მაინც არ დაამატე, 25 თამაშში 0 გოლი და 0 ასისტი, დემბელეზე უტვინოა ტიპი
მიდი ლომო დრიბლინგებით უნდა აიკლო დღეს სევილია
ტრაორე მგონი ცარიელი კუნთი და დრიბლინგია, 6 მოაკლონ და მეორეზე ჩასვან. არ უნდა იყოს მესიზე წინ 😂❤️
მის ასაკში ვინმემ 40% დადოს და ბაზარი არაა.
58% ტეხავს.
გადაასწრებს ტრაორესაც მალე