ექტორ ბალერინი ”ბარსას” კანტერის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. როცა 16 წლის ფეხბურთელს შეთავაზება არსენ ვენგერმა გაუკეთა ფეხბურთელს ფიქრი არ დაუწყია.
ბალერინი წავიდა ”ბარსელონას” ”კადეტ ა”-დან და კონტრაქტი გააფორმა ”არსენალთან”. ლატარელის მამასთან საუბრისას ვენგერმა მათ პირობა მისცა, რომ ექტორი ძირითად გუნდში არაუგვიანეს 3 წლის შემდეგ ითამაშებს.
”Punto Pelota”-სთან საუბრისას ბალერინმა განაცხადა: ”ვენგერმა მესაუბრა კლუბის სტრუქტირაზე და მომავლის გეგმებზე. როცა ”არსენალი” ძირითად გუნდში თამაშს გთავაზობს რთულია უარის თქმა”.



