ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” დაამარცხა (2-1) “ქალაქელთა” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ კი სამწვრთნელო კარიერაში მე-500 გამარჯვება (723 მატჩში) იზეიმა.
გვარდიოლას, რომელიც 2016 წლიდან “სიტის” მთავარი მწვრთნელია, ინგლისურ კლუბში 200 გამარჯვება დაუგროვდა, ესპანელმა 179 მატჩი “ბარსელონაში” მუშაობის დროს მოიგო (2008-2012), 121 გამარჯვება კი “ბაიერნში” (2013-2016) მოიპოვა.
50 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერაში 29 ოფიციალური ტიტული მოიგო, აქედან 14 “ბარსელონასთან” ერთად.




კაროჩე, სასწაულ თამაშს აჩვენებს სიტი, ვუყურებ და მგონია ძველ ბარსელონას ვხედავ.
Norman Bates,
ანხელინიოსთან ერთად თუ მოვა გაასწორებს
ვფიქრობდი, უფრო ადვილად დაამარცხებდა ვესტ ჰემს.
რამდენიმე წელში მაგის ხელში ვინც არ უნდა ჩავარდეს ყველას მოუხდება. ბარსაში ცუდი არ იქნება, უბრალოდ ამ ეტაპზე მაგაზე უფროსი ასაკით, ფეხბურთელები გვყავს, მესი ზუსტად 1 თვით არის უფროსი ამაზე, შეიძლება კარგადაც შეეწყონ, მარა მაინც ავტორიტეტით ისეთი ვერაა ჯერ. აი 2-3 წელიწადში ან უფრო ადრეც როცა ბარსაში თაობათა ცვლა წავა, მერე იდეალური იქნებოდა. წესით ბარსას სათამაშო სტილი უფრო უხდება, ახალგაზრდებთან კარგად მუშაობს და გერმანელია ბოლოს და ბოლოს. გამიხარდებოდა ამისი მოსვლა რალფ რაგნიკთან ერთად, კარგი დუეტი იქნებოდა. ტენ ჰაგს რაც შეეხებბა, არ ვთვლი რო კუმანზე ბევრად კარგი მწვრთნელია, პეპთან ნამუშევარია და ეგ უპირატესობა აქვს, აიაქსშიც მაგარი თაობა ყავდა და ცუდად არ გაართვა თავი გუნდის გაძღოლას, რეალი იუვე გაყარა მარა მერე რაც ტოტენჰემთან მოუვიდა 1 ტაიმში, დაახლოებით ისაა რაც ჩვენ ლივესთან და რომასთან თამაშში. ტენ ჰაგსაც მივესალმები მარა არ ვთვლი რო დიდ შედეგებს დადებს, თუ გუნდი არ ეყოლა კარგი. ეგ ყველა მწვრთნელს ეხება. ამიტო გვინდა გუნდი, ტალანტების დაწინაურება, ყიდვა, რავიცი. ჯერ არ ვართ კარგი გუნდი. გვიჭირს დაცვააშიც, ნახევარდაცვა საშუალოზე ოდნავ მაღალი დონე, ფრენკის ხარჯზე ისიც, შეტევაში 9 ნი ან გოლეადორი კაცი არ გვყავს ლეოს გარდა. 4-5 ტრანსფერი გვინდა, კიდე ხარახურებისგან დაცლაც
Norman Bates,
ლაპორტას უნდა მაგის მოყვანა ბარსაშიო.ტენ ჰაგი,ხავი,ნაგელსმანი.აქედან რომელიმე ძაან.გამეხარდება
კიდევ 4 გამარჯვებაც მიაყოლოს და 24 გაუხდება, ზედიზედ მოგებათა სერიიის რეკორდი ბაიერნის ეკუთვნის, შარშან დამყარეს, ზედიზედ 23 გამარჯვება, სიტის ამჟამად 20 აქ
გენიოსია ეს კაცი ჩვეულებრივი