workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
RAC1 | მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დასახელდა

RAC1 | მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დასახელდა

ლიონელ მესიმ “სევილიასთან” შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, Whoscored.com-ისაგან მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან უმაღლესი შეფასება მიიღო და RAC1-ის ვერსიით, საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ლეომ ლა ლიგის ზედიზედ მე-8 მატჩში გაიტანა გოლი და ბომბარდირთა დავაშიც ლუის სუარესს უკვე 3 ბურთით გაასწრო.

მისი დეტალური სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ნათამაშები წუთები – 90′
  • გოლი – 1
  • ასისტი – 1
  • კარში დარტყმები – 3
  • წარმატებული დრიბლინგი – 5/11
  • ბურთთან შეხება – 91
  • ზუსტი პასები – 56/62 (90%)
  • საკვანძო გადაცემები – 1
  • გრძელი პასები – 2/4
  • სახმელეთო დუელები – 11/21
  • დაჯარიმდნენ (მის წინააღმდეგ) – 4

მესის პასების გრაფიკული გამოსახულება:

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 28 თებ 2021, 10:04

    მეორეთ რო დაჯარიმდა და მთელი სევილია რო მსაჯს ეტაკა, განსაკუთრებით ლოპეტეგი (ამაზე ყვითელიც მიიღო) კომენტატორმა ისიც თქვა ლოპეტეგის რა ეგონა ასე მიყოლებით მოუგებდა ბარსას რამდენიმე მატჩსო, საქმე საქმეზე თუ წავიდა ის პირველი კიდევ საკითხავია იყო თუ არა ყვითელიო და მესიზე რამდენჯერ დაარღვიეს ძალიან უხეშად ისენი დაითვალოსო.

  • Bobi
    schedule 28 თებ 2021, 01:03

    როგორ მინდა წელს ბუციც მოიგოს, თუმცა იქით ლევანდოვსკია ბუნდესლიგაში სადაც გოლის გატანა შედარებით მარტივია. ყოველ შემთხვევაში ლა ლიგასთან შედარებით ნებისმიერ ჩემპიონატში მარტივდება უკვე გოლების გატანა. სამწუხაროდ ძალიან იკეტება ესპანეთი და გოლების,( არა მარტო გოლების) ოდენობაც მეტყველებს ამაზე

  • M10 S9 D11
    schedule 28 თებ 2021, 00:07

    აბა ვინ უნდა დასახელებულიყო გოლი და ასისტი გააკეთა

  • El pistolero 9
    schedule 27 თებ 2021, 23:28

    სერიაც გააგრძელა გოლებიც.მიდი რა ლეო იქნება და ოქროს ბუცზე გაიწიო

  • me da barca
    schedule 27 თებ 2021, 22:49

    საუკეთესო უკვე მერამდენედ.