დღეს, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე, ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ბარსელონა” სტუმრად “სევილიას” დაუპირისპირდება.
ანდალუსიელების კარგი ფორმის მიუხედავად, დღევანდელ შეხვედრაში ციფრები “ბლაუგრანას” ლიდერის, ლიონელ მესის მხარესაა. არგენტინელს “სევილიას” წინააღმდეგ ჩატარებულ ყველა მატჩში 37 გოლი აქვს გატანილი, ამას ემატება 18 საგოლე გადაცემაც. დღევანდელი შეხვედრა ანდალუსიური კლუბის წინააღმდეგ, მესისთვის მე-40 იქნება.
ასევე აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანას” 33 წლის კაპიტანმა “სევილიასთან” ბოლო 3 შეხვედრაში ვერ შეძლო ვერც გოლის გატანა და ვერც საგოლე პასის გაკეთება.




კაროჩე სევილია ლეოს პასტაიანნი "კლიენტია"
დროა გაიხსენო, სევილიას კარში გატანილი გოლების გემო.
მიდი რა ლომო დაუხიე ბადე სევილიას
დღეს ნახავს კუნდე როგორ უნდა რეიდის გოლით დაგვირგვინება 😍 მინიმუმ დუბლს ველი, კარგ ტალღაზეა ლეო და არ უნდა დააგდოს ფორმა
ეგება შენ მაინც გვიშველო ლეო
მესის დუბლს ველოდები დღეს რატომღაც
ყველა როგორ არის ლეოს ფავორიტი მეტოქე