რამდენიმე წუთის წინ, დასრულდა 2011 წლის “კოპა ამერიკას” პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ბოლივიის ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებოდნენ…
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის “კოპა ამერიკაზე” თავისი პირველი შეხვედრა გამართა. არგენტინელი ფეხბურთელების წინააღმდეგ ბოივიელები გამოდიოდნენ. სერხიო ბატისტას გუნდის ძირითად შემადგენლობაში არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მოღვაწე სამივე ბლაუგრანელი მოხვდა – მესიც, მილიტოც და მაშერანოც სასტარტო თერთმეტეულში იყვნენ.
მატჩის წინ, შეხვედრის უდაო ფავორიტად მასპინძელ არგენტინას ასახელებდნენ, რომლის რიგებშიც თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა მესი, ტევესი, თუ აგუერო. თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი ამ შეხვედრამ გვიჩვენა. მატჩი ყველასათვის მოულოდნელი სცენარით წარიმართა. ბოლივიელებმა არგენტინელებს საკადრისი წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც მათ მოახერხეს და ხელი ფრეს გამოკრეს.
პირველი მომენტი ბოლივიელებმა შექმნეს, თუმცა არც ისე სახიფათო. ამის შემდეგ გოლის გატანის შანსი ლავეცის მიეცა, მაგრამ მახვილი კუთხიდან გოლის გატანა ვერ მოახერხა. რამდენიმე წუთში კი არგენტინისათვის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი ესტებან კამბიასომ, ბოლივიელთა მეკარის, ლეო მესის დარტყმულის მოგერიების, შემდეგ ვერ გამოიყენა. პირველ ტაიმში აქტიურად გამოიყურებოდა “ბარსელონელი” ლეო მესი, რომელიც არგენტინელთა თითქმის ყველა შეტევაში იღებდა მონაწილეობას.
შეხვედრის 48–ე წუთზე, პირველი გოლიც გავიდა. გოლი როხასის ანგარიშზეა. ამ გოლის გაშვებაში კი დიდი წვლილი არგენტინელ ბანეგას მიუძღვოდა. არგენტინელები ამის შემდეგ ცდას არ აკლებდნენ და შეტევის წამოწყებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. ისინი ვერა და ვერ ახერხებდნენ ბოლივიელთა გატეხვას. საბოლოოდ კი ისე აღმოჩნდა, რომ რეალური საგოლე მომენტი არა არგენტინელებს, არამედ ბოლივიელებს შეექმნათ, თუმცა არგენტინელი რომერო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და მან გუნდი მეორე გოლისგან იხსნა. სამწუხაროდ, მესი პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარში პასიურად გამოიყურებოდა…
მოედანზე ვითარება 71–ე წუთზე შეიცვალა, როდესაც ლავეცის ნაცვლად მოედანზე კუნ აგერო შემოვიდა. იგი შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო, რის შედეგადაც მას რამდნიმე მომენტიც შეექმნა. ერთ–ერთი ასეთი მომენტი კი მან გამოიყენა და ბურდისოს პასის შემდეგ ულამაზესი გოლის გატანაც შეძლო. ეს კი მისი შემოსვლიდან ხუთ წუთში მოხდა. არგენტინელები კი კვლავ ცდილობდნენ ბოლივიელთა კარის აღებას, თუმცა კვლავ და კლავ ამაოდ – ბოლივიელების კარი კარგად აღმოჩნდა ჩარაზული, რის გამოც სერხიო ბატისტას არგენტინამ მხოლოდ ფრეს გამოჰკრა ხელი.
აქვე გეტყვით, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრები მორიგ შეხვედრას 7 ივლისს, კოლუმბიელების წინააღმდეგ გამართავს.
ვფიქრობ, პირველი შეხვედრისა და პირველი სენსაციის შემდეგ, არგენტინელთა დამრიგებელ სერხიო ბატისტას პირველი კრიტიკის ქარ–ცეცხლიც არ ასცდება…
გოლები
[media=http://www.youtube.com/watch?v=VQ-l5FJ1W84]

