“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ Marca-სთან ინტერვიუში, რომელიც 2016 წლით თარიღდება, ჟოან ლაპორტას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
[ლაპორტა] მზის სხივს ჰგავდა, ის მუდამ უმწიკვლო იყო მოთამაშეებთან, ის არასდროს ახდენს ზეწოლას მწვრთნელებზე და გამოცდილება, რომელიც მასთან ერთად მქონდა, ყოველთვის უნაკლო იყო
– განაცხადა გვარდიოლამ.
2020 წლის მაისში, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კლუბში პეპ გვარდიოლაც სურდა. გვარდიოლა კი ხშირად იმეორებს, რომ არ სურს “მანჩესტერ სიტის” დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდე (2023).
ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის პერიოდში პეპ გვარდიოლამ “ბარსელონასთან” ერთად 7 ტიტული მოიგო, მათ შორის 2009 წელს ჩემპიონთა ლიგა.




პეპს კაი გუნდი ყავს და არ უნდა მიტოვება გასაგებია. ხოდა რაღა მესი გავუგზავნოთ უფრო გასაძლიერებლად, თვითონ წამოვიდეს და სიტიდან ვინც აწყობს, დე ბრეინის თამადობით ისინი წამოიყვანოს, ნუ თუ გარსია ჭირს, ჯანდაბას დატოვოს. არ გაწყობთ მეგობრებო?

კიდევ კარგი ახლოვდება 7 მარტი და ბევრი აღარ დარჩა რომ დროზე მოვიდეს მაგრამ იმდენი საფიქრალი და თავსატეხი აქვს მის ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი ჯერ ფინანსური კრიზისის დაძლევა და ამ კრიზისიდან გუნდის გამოყვანა,მერე უვარგისი ფეხბურთელების მოცილება რომლებსაც თუ წაიყვანს ვინმე საკითხავია თანაც კრიზისის დროს. ამ ფინანსური კრიზისის ფონზე თვითონაც სანამ ახლების მოყვანას შეძლებს.აი ეს არის ბართომეუს მოღვაწეობის მთელი შედეგი გუნდის ამხელა ვალი და უვარგისი ფეხბურთელები გუნდში რასაც იმედია აუცილებლად მოკითხავს ლაპორტა და მოსთხოვს ამის გამო პასუხს.
ნეტა დაბრუნდე ბარსაში ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში
და იმედია მოაშორებს (ფირპო. ლენგლე. უმტიტი. მატეუსი. პიანიჩი. კოუტინიო. დემბელე. ბრეიტვეიტი) -ამათ გუნდიდან და ნორმალურ ფეხბურთელებს მოიყვანს!
ამ მატეუსს რო უშვებ ნანახი მაინც გაქვს როგორ თამაშობს? მარა რას ნახავდი არ ათმაშებს 😂😂😂
ახლაც მზის სხივის მსგავსას გვჭირდება ლაპორტა!