წარსულში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, ჟოზეპ მარია მინგელამ, Laporteriab TV-სთან ინტერვიუში “ბარსელონას” ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა:
“ბარსას” სიძლიერე აღარ შემორჩა – კატალონიელებს შეუძლიათ, ნებისმიერი კლუბის წინააღმდეგ დამარცხდნენ.
2-3 წლის წინ გამაფრთხილეს, რომ ანტუან გრიზმანს ფეხბურთის თამაში აღარ შეეძლო – რომ, მას სხვა პრიორიტეტები ჰქონდა.
უსმან დემბელე? ფრანგმა საერთოდ არ იცის, ფეხბურთი როგორ ითამაშოს.




2-3 წლის წინ გამაფრთხილეს, რომ ანტუან გრიზმანს ფეხბურთის თამაში აღარ შეეძლო – რომ, მას სხვა პრიორიტეტები ჰქონდა.
ეს რას უნდა ნიშნავდეს საინტერესოა, რა პრიორიტეტებზე საუბრობს ეს კაცი. თორემ დემბელემ რო საერთოდ არ იცის რა არის ფეხბურთი ამას თვითონაც კარგად გვიმტკიცებს მოედანზე.
გრიზმანი ჰალანდში ან სანჩოში უნდა გავცვალოთ ასე დიდ ფასად არავინ იყიდის
ძალიან, ძალიან არ მინდოდა გრიზმანის მოსვლა და გამიხარდა კიდევაც, როცა თავიდან გადაიფიქრა, მაგრამ შემდეგ წელს მაინც მოათრიეს და დაფრინავს კიდევაც.
ოთხივე ფრანგი გადააბით ერთმანეთს და მოაშორეთ აქედან. დაახლოებით 320 მილიონია გადახდილი, ამას მიუმატოთ ხელფასები და ასტრონომიული თანხა გაატანეს ქარს. ბართო უნდა დააბა უდაბნოში და მზეზე უნდა მოიხრუკოს ცოცხლად.
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს მართალია ეს კაცი…
ეს არის ბართომეუს შედეგი