უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდული ლიგის 2020/2021 სეზონი გაუქმდა. როგორც უეფა განმარტავს, ტურნირისა და მატჩების ორგანიზება COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო შეუძლებელია. სამწუხაროდ, აღნიშნული საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირის განახლების პირობები ამჟამად ვერ დაკმაყოფილდება. ამრიგად, როგორც უეფას საკლუბო შეჯიბრების კომიტეტმა, ასევე ევროპის კლუბთა ასოციაციამ კონსულტაციები გაიარეს და ახალგაზრდული ლიგის ამ სეზონის გაუქმების იდეას მხარი დაუჭირეს.
აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდული ლიგა, რომელიც 2013 წელს დაარსდა, ყველაზე მეტჯერ “ბარსელონამ” (2014, 2018) და “ჩელსიმ” (2015, 2016) მოიგეს.




მაინც დაკარგული გვქონდა მანდაც უკვე წამყვანი პოზიციები, ყველა ახალგაზრდა პირველ გუნდშია უკვე.