ვალდესი და ტერ შტეგენი 21-ე საუკუნის საუკეთესო მაკარეებს შორის მოხვდნენ

ვალდესი და ტერ შტეგენი 21-ე საუკუნის საუკეთესო მაკარეებს შორის მოხვდნენ

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები დაასახელა.

საუკეთესო ოცეულში “ბარსელონას” 2 მეკარე მოხვდა – ვიქტორ ვალდესმა მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მე-13.

IFFHS-ს ვერსიით 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები:

# მეკარე ქვეყანა ქულა
1 ჯანლუიჯი ბუფონი იტალია 330
2 იკერ კასილიასი ესპანეთი 244
3 პიტერ ჩეხი ჩეხეთი 218
4 მანუელ ნოიერი გერმანია 183
5 ტიბო კურტუა ბელგია 130
6 ვიქტორ ვალდესი ესპანეთი 113
7 უგო ლორისი საფრანგეთი 106
8 ედვინ ვან დერ სარი ნიდერლანდები 105
9 ოლივერ კანი გერმანია 99
10 კეილორ ნავასი კოსტა რიკა 93
11 დიდა ბრაზილია 90
12 იან ობლაკი სლოვენია 85
13 მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანია 78
14 დავიდ დე ხეა ესპანეთი 75
15 იენს ლემანი გერმანია 72
16 რობერტო აბონდანსიერი არგენტინა 68
17 ალისონ ბეკერი ბრაზილია 64
18 ჟულიო სეზარი ბრაზილია 63
19 ფაბიან ბარტეზი საფრანგეთი 55
20 ხოსე მანუელ რეინა ესპანეთი 54

ვიქტორ ვალდესი “ბარსელონაში” 2002-2014 წლებში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 536 თამაში ჩაატარა, 441 გოლი გაუშვა და კარი შრალად 239-ჯერ შეინახა. “ბლაუგრანასთან” ერთად ვალდესმა 6-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 6-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის სუპერ თასი და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრებთან ერთად ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ვიქტორ ვალდესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ 5-ჯერ დასახელდა, რაც რეკორდია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • me da barca
    16 თებ 2021, 22:35

    ვისაც ახსოვს ბუფონის თამაშები მართლა უკონკურენტოა. სხვებზე შეიძლება დავა.

  • გვარდიოლა-სავიოლა
    16 თებ 2021, 22:22

    ჩემი აზრით ნოიერი უნდა იყოს პირველი თანაც უკონკურენტოთ, საუკეთესო მეკარეა.. დალშე შეიძლება გადანაცვლებებიც მაგრამ მეტნაკლებად მაინც სწორადაა შედგენილი, ვინც შტეგენს და ვალდეს შორის გერმანელს ირჩევთ უბრალოთ უყურეთ ვიქტორას თამაშებს ფორმის პიკში. ნაკრებში თუარუწევდა თამაში იმიის გამო რომ კონკურენტი კასილასი იყო რომელიც ისტორიაში ტოპ 3 ში შედის ამასთანავე მადრიდის რეალის კაპიტანი რაც ვდესთან მიმართებაში კიდევ ერთი უპირატესობა იყო

  • Giorgi99
    16 თებ 2021, 22:17

    მეც ვამბობდი ვალდესზე ძალიან კარგს თან, არ ვიცი რას უწუნებენ, ეგრე შეცდომები შტეგოსაც მოუვიდა იმდენი ბავარიასთნ საიდანაც დაურტყეს იქიდან გაუტანეს.

  • shu1987
    16 თებ 2021, 21:50

    შტეგენი მაგარია მაგრამ ვალდესი სულ სხვა იყო 🙂 ვალდესი მე პირადადბევრად მირჩევნია შტეგენს. ჯილდოები ნახეთ და მერე შეადარეთ 🙂

    M10 S9 D11,
    ვანდერსარი ცუდი მეკარე იყო თან იმ დონის რომ ჩეხი დიდა და შტეგენი ამჯობინე ?? ნუ გემოვნების ამბავია თორე შტეგენს ჯერ ისეთი არაფერი გაუკეთებია რაც ბარსას მეკარეა სულ გადამწყვეტ მომენტში ისეთს უქამბექებენ მინიმუმ 7-8 ბურთს უშვებს 🙂 ვალდესი კიდე საუკეთესო 5 მეკარეში შედის 🙂

  • გოგიბერიძე
    16 თებ 2021, 21:34

    ხალხნო და ჯამაათნო. შტეგენი ძირითადის მეკარე სულ რაღაც 4 წელია არის ( რაც ძალიან ცოტაა მეკარისთვის ). 2015 წლიდან არის ბარსაში. 2017 წელს გახდა პირველი მეკარე და იმ წელს არც თუ ისე კარგი სეზონი ჰქონდა. 2018,2019,2020 ჰქონდა შედარებით მაღალი დონე. დამერწმუნეთ 3 წელში თუ კარგად გააგრძელა მინიმუმ 7 პოზიციით გადაიწევს წინ.კურტუა კიდე იმიტომაა აქ რომ ჯერ წინა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდა. პრემიერ ლიგაში და ლა ლიგაში აქვს ოქროს ხელთათმანი და 9 წელია უკვე ძირითადი მეკარეა. ესაა და ეს.

  • alen halilovic
    16 თებ 2021, 21:21

    ჩემთვის ნოიერი უკონკურენტოა. კასილასი-ბუფონი უფრო გემოვნების საკითხია, ჩემთვის კასილასი უფრო წინაა

  • Iniesta. And messi
    16 თებ 2021, 20:51

    სამარათლიანი ჩამონათვალია

  • Messi10
    16 თებ 2021, 20:41

    მე პირადად ჩეხს 2 ზე ავწევდი. ობკაკს და შტეკენს ავწევდი 8-9 ადგილებზე და ლორისს და კანს გავუცვლიდი ადგილებს დანარჩენი ვფიქრობ კარგია. კურტუა საოცარი მეკარეა.

  • M10 S9 D11
    16 თებ 2021, 20:38

    კანზე წინ რო ჩეხი ლორისი კურტუა ვალდესი და ვან დერ სარი რო იდგებიან იმ ფეხბურთის დედა მივაცენზურე
    1. ბუფონი
    2. კასილასი
    3. კანი
    4. ნოიერი
    5. შტეგენი
    6. დიდა
    7. ჩეხი
    8. ვან დერ სარი
    9. დე ხეა
    10. ობლაკი
    11. ალისონი
    12. ნავასი
    13. ვალდესი
    14. ლორისი
    15. კურტუა
    16. ჯულიო სეზარი
    17. ლემანი
    18. ბარტეზი
    19. რეინა
    20. აბონდანსიერი

  • cruyff9
    16 თებ 2021, 20:29

    კუტუა)))))))))

  • iashkabarsa
    16 თებ 2021, 19:59

    ოლივერ კანი რომ სამეულში ვერ მოხვდება ტეხავს

  • BEQA BARCA
    16 თებ 2021, 19:53

    შტეგენი კურტუაზე უკანააა😁 მეცინება😁 ესენი საოცარ სეივებს კი არ უყურებენ მხოლოდ ნაყიდ ჩემპიონთა ლიგას უყურებენ მაგრამ მასე ბუფონი ბოლოში უნდა იყოს😁😁 ვერ გავიგე ამ სტატისტიკას რანაირად ადგენენ😁😁

  • C.PC5
    16 თებ 2021, 19:36

    აღარაფერს ვიტყვი, ყველას ექნება შესაბამისი საბუთი გასამართლებლად. უბრალოდ ერთს ვიტყვი, როგორ იჩაგრება ეს კაცი ჩვენი უნიათო დაცვის გამო sob რაის კურტუა ბიჭოოო ან რაის ნავასი disappointed

  • nika 54
    16 თებ 2021, 19:14

    მე მგონი შტეგენს ცოტა უფრო მაღალი ადგილი ეკუთვნოდა.

  • Aron ralston
    16 თებ 2021, 19:00

    კურტუა რომ ვალდესზე წინ იქნება ტეხავს უბრალოდ