workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ გაამხნევა 2006 წელს რონალდინიომ ეტო’ო

როგორ გაამხნევა 2006 წელს რონალდინიომ ეტო’ო

ეს ისტორია 2006 წელს მოხდა – “ბარსელონა” სტუმრად “სარაგოსას” ეთამაშებოდა, მატჩის მსვლელობისას ზოგიერთი “ბლაუგრანელი” ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილების მსხვერპლი გახდა. თამაში მალევე შეწყდა, გასახდელისკენ მიმავალი სამუელ ეტო’ო რონალდინიომ შეაჩერა – აი რატომ. 

“მე ეტო’ოსკენ გავეშურე, მას შემდეგ, რაც მთელი თამაშის განმავლობაში მისი მისამართით შეურაცხყოფები მესმოდა.”,

– ეს კომენტარი რონალდინიომ თამაშის შემდეგ მედიასთან გააკეთა. 

“ამგვარი რამ შეუძლებელია გაგრძელდეს. ჩვენ უნდა შევეცადოთ ეს ყველაფერი საფეხბურთო მოედანს მოვაშოროთ. მე შევეცადე დამემშვიდებინა ის [ეტო’ო] და მას ვუთხარი, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც მას ლანძღავდნენ. იმედი გვაქვს, რომ სამუელის მსგავსი ქმედებები იმის მანიშნებელია, რომ ამგვარი ინციდენტები აღარ განმეორდება.”,

– დაამატა რონალდინიომ. 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სამუელ ეტო’ოს შეურაცხყოფისთვის, “სარაგოსა” ზემოთხსენებულ ინცინდენტამდე ერთი წლით ადრეც [600 ევროს ოდენობით] დააჯარიმა. 2006 წელს ეს ჯარიმა გაცილებით მეტი: 9000 ევრო იყო. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 14 თებ 2021, 12:39
    #5

    როგორ მეცოდებიან ამ დროს ფეხბურთელები, ვისაც ოდნავ სუსტი ხასიათი აქვს როგორ ადვილად შეიძლება გატეხონ, ალვესი გეხსომებათ ალბათ ერთხელ ბანანი რო გადმოუგდეს კუთხურის ალამთან. რა დასტოინად აიღო გაფცქვნა და შეჭამა, მერე კუთხურიც იდეალურად ჩააწოდა. ისე ამას გაგრძელებაც მოყვა, მახსოვს ის "გულშემატკივარი" გაშიფრეს და სტადიონზე შესვლის სამუდამო ბანი მისცეს, რაზეც პირველი თვითონ ფეხბურთელი ალაპარაკდა, რა ამბავიაო ასეთი მკაცრი სასჯელიო. ასეთ ძლიერ ფეხბურთელებს ადვილად ვერ გატეხავენ.

  • M10 S9 D11
    schedule 13 თებ 2021, 21:32
    #4

    საღოლ რონი ❤️❤️

  • me da barca
    schedule 13 თებ 2021, 18:33
    #3

    ციტატა: nika 54
    თუ ტრიბუნიდან კატალონიელები აყენებდნენ შეურაცხყოფას, სარაგოსა რატომ დააჯარიმეს?


    სტუმრად სარაგოსასთან თამაშობდნენ, კატალონიელები რა შუაშია.

  • LM10RG10
    schedule 13 თებ 2021, 18:15
    #2

    რა დიდი ხარ გაუჩოოოოო🥺🥺🥰🥰❤️❤️

  • nika 54
    schedule 13 თებ 2021, 15:23
    #1

    თუ ტრიბუნიდან კატალონიელები აყენებდნენ შეურაცხყოფას, სარაგოსა რატომ დააჯარიმეს?