“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველი შეხვედრა სულ მალე ექნება ჩასატარებელი. ხვალინდელ 23-ე ტურის შეხვედრაში კი, შესაძლოა, ზემდეტად გადახალისებული შემადგენლობა ვიხილოთ.
გარდა იმისა, რომ პსჟ-სთან პრინციპული დაპირისპირება ახლოვდება, გუნდს ლაზარეთში ერთბაშად 8 ფეხბურთელი ჰყავს. ქვემოთ სამ სავარაუდო ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელიც, შესაძლოა, რონალდ კუმანმა “ალავესთან” გამოიყენოს.
ვარიანტი N1
რა თქმა უნდა, ლეო მესის პსჟ-სთან საუკეთესო ფორმაში ყოფნა მთავარი მიზანია. შესაბამისად, მას დასვენება ნამდვილად სჭირდება.
ახალგაზრდა რიკი პუჩისთვის ძირითადი შემადგენლობიდან დასაწყებად იდეალური მომენტია, ისევე როგორც კლემან ლანგლესთვის, რომელმაც “სევილიასთან” 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ვარიანტი N2
თუ მესის დასვენებას კუმანი მეორე ტაიმში გადაწყვეტს, ეს თერთმეტეულიც განსახილველად რეალურია.
ოსკარ მინგესა სამუელ უმტიტის ჩაანაცვლებს. იქიდან გამომდინარე, რომ სერჟინიო დესტს მცირე ტრავმა ისევ აწუხებს, შესაძლოა, ჟუნიორ ფირპო მარჯვენა მცველის პოზიციაზე კვლავ მოგვევლინოს.
ვარიანტი N3
თუ მესისა და პუჩის ხილვა პირველივე წუთებიდან გსურთ, ეს საუკეთესო ვარიანტია.
4-3-3 ტაქტიკა გადახალისებული უკანა ხაზით და სოლიდური ნახევარდაცვით.




მესამე კაია, თუ უმტიტიმ არ ჩაი-ვა.
მინგეზა-უმტიტი-ლენგლე-ფირპო
პუჩი-პიანიჩი-პედრი
ტრინკაო-გრიზმანი-დემბელე
მესი, დე იონგი, ალბა, ბუსკეტსი უნდა დაასვენოს… მეკარის თემაშიც შეიძლება ნეტო ვათამაშოთ.
თუ მესისს დაასვენებს თამაშს არ ვუყურებ თვალები მეტკინება დემბელეს ფართხა ფურთხით.
ითამაშოს, თორეომ რონალდუს ისეთი ტემპით გააქ გოლები, მესის მოუწევს 40 წლამდე თამსი მაგის რეკორდების დასამხობად
მესი ისედაც ახერხებს თავისით დასვენებას თამაშის დროს თან რაღაც მატჩები გამოტოვა,ჯობია დაჟე მესი იყოს მარა პედრი გრიზო დეიონგი დემბელე ალბა ამათმა უეჭველი უნდა დაისვენონ პსჟსთვის.
საერთოდ არ უნდა შემოიყვანოს ჩემი აზრით.
მე ვინ მეკითხება თუმცა ვფიქრობ კარგი იქნება თუ გრიზმანი და პედრი დაისვენებენ, ისე როგორც დე იონგი. სამივე ძალიან ბევრს თამაშობს, ამ დროს კი ტრინკაუ და კონრადი მიიღებენ შანსებს, პუჩთან ერთად. მესის დასვენების იდეაც მხიბლავს თუმცა მეშინია ზედმეტი არ გამოვიდეს 😁💙❤️
მესიმ და გრიზმანმა უნდა დაისვენონ. გრიზმანი ძაან ბევრს თამაშობს. მესი ჩაერთვება მეორე ტაიმში თუ გახდა საჭირო. პედრიმაც უნდა დაისვენოს თან 90 წუთი. წინ დემბელე ბრაითა და ტეინკაუ რომ გამოიყვანოს არ იქნება ცუდი. უკან ჩემი აზრით ვისაც გამოიყვანს იმას გამოიყვანს პესეჯესთანაც დაცვის ცენტრში. 3 ქულა აუცილებელია
არცეეთი ვარიანტი ამ კამანდით უნდა გამოვიდეს ხვალ ბარსა
დესტი მინგესა ლენგლე ფირპო
დე იონგი ბუსკეცი პუჩი
ტრინკაო მესი დემბელე
ტერ შტეგენი
მინგეზა-უმტიტი-ლენგლე
დემბელე-პიანიჩი-პუჩი-ალბა
ტრინკაუ-გრიზმანი-დე ლა ფუენტე.
მაქსიმალურად უნდა დაისვენონ ლიდერებმა პსჟ-სთვის, მორიგი ტრავმა აღარ გვინდა.
პირველ ტაიმში მოაყომაროს და მეორე დაისვენოს ლეომ.