workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
არნე ფრიდრიხი: მესი და რონალდუ ერთ დონეზე თამაშობენ, თუმცა ლეოს წინააღმდეგ თავის დაცვა რთულია

არნე ფრიდრიხი: მესი და რონალდუ ერთ დონეზე თამაშობენ, თუმცა ლეოს წინააღმდეგ თავის დაცვა რთულია

გერმანიის ეროვნული ნაკრების ექს-მცველმა, არნე ფრიდრიხმა, ერთ-ერთ ინტერვიუში “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ლიდერებზე, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. 

“რომლის წინააღმდეგ თამაში იყო უფრო რთული? ორივეს წინააღმდეგ მითამაშია. თუ ერთი უნდა დავასახელო, მაშინ მესის ავირჩევ. არგენტინელის სიმძიმის ცენტრი განსაკუთრებულია, რონალდუს ფიზიკური მონაცემები კი უფრო მეტად ჰგავს ჩემსას. ისინი ერთ დონეზე თამაშობენ, მაგრამ თავის დაცვა მესის წინააღმდეგ თამაშისას უფრო გამიჭირდა, რადგან მისი სათამაშო სტილი განსხვავებულია. 

მათ წინააღმდეგ მატჩებში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდი, ძალიან მომწონდა და ვცდილობდი კარგ მეტოქეებთან მატჩში დაცვაში სრულად კონცენტრირებული ვყოფილიყავი, რათა მათ არაფერი არ შეექმნათ. პრობლემები ხშირად მაშინ მექმნებოდა, როდესაც დაცვის ხაზში უსაქმოდ ვიყავი, მთელი დატვირთვა კი მოედნის ცენტრში იყო. ასეთი თამაში ჩემი ძლიერი მხარე არ ყოფილა.”

– გერმანელის სიტყვებს Goal ციტირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Bobi
    schedule 12 თებ 2021, 19:32
    #4

    რონალდუ ხომ უდიდესია, თუმცა მესი რა დონეზეა, რო რონალდუზე მაღლა დგას 😁
    კოსმოსს იქით არიან ❤️❤️(მესი მაინც უფრო წინ 😁)

  • me da barca
    schedule 12 თებ 2021, 17:55
    #3

    მესის დონე ყველამ იცის, მაგრამ ზოგიერთი არ აღიარებს, რადგან კრისტინასთან ახლო ურთიერთობა უშლის ხელს, ან მისი თანაგუნდელობა. ხომ არ გაანაწყენებენ თანაგუნდელს თუ მეგობარს.

  • M10 S9 D11
    schedule 12 თებ 2021, 15:18
    #2

    შეიგნეთ რონალდო მესის დონეზე ვერასოდეს ითამაშებს

  • nika 54
    schedule 12 თებ 2021, 15:14
    #1

    სად შეხვდა ლეოს ძალიან დამაინტერესა, მითუმეტეს საკლუბო დონეზე ლეოს პერიოდში მისი მაქსიმუმი ჰერტა,ვოლფსბურგი იყო. თუმცა ერთხელ მარადონას ნაკრებთან 2010-ში უთამაშია არგენტინასთან. მოკლედ იმ თამაშში გაუტანია პირველი გოლი ნაკრებში 77-ე თამაშში მაშინ უკვე პენსიონერ ტიპს, ცენტრალურ მცველს. ის თამაში არგენტინამ 0-4 წააგო, ბედი არ უნდა. ალბათ შვილიშვილებსაც უყვება უკვე რა უქნა ლეოს არგენტინას.