“ბარსელონას” თებერვალში კვლავ გადატვირთული კალენდარი აქვს, რასაც მიმდინარე სეზონში უკვე მივეჩვიეთ. კატალონიურ გუნდს მიმდინარე თვეში კიდევ 5 მატჩის გამართვა მოუწევს.
“ბლაუგრანამ” ამ თვეში უკვე 3 შეხვედრა ჩაატარა სამივე სტუმრად – “გრანადასთან”, “ბეტისთან” და “სევილიასთან”. “ბარსამ” პირველი 2 თამაში მოიგო, მე-3 კი – წააგო.
მიმდინარე თვეში ბრუნდება ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა, რომლის 1/8-ფინალის პირველ მატჩში კატალონიელები “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდებიან. გარდა ამისა, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ლა ლიგაში კიდევ 4 შეხვედრას ჩაატარებენ.
“ბარსას” მომდევნო 5 თამაშის განრიგი:
- ბარსელონა-ალავესი – 13 თებერვალი, ლა ლიგა
- ბარსელონა-პსჟ – 16 თებერვალი, ჩემპიონთა ლიგა
- ბარსელონა-კადისი – 21 თებერვალი, ლა ლიგა
- ბარსელონა-ელჩე – 24 თებერვალი, ლა ლიგა
- სევილია-ბარსელონა – 27 თებერვალი, ლა ლიგა
“ბარსელონას” სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ისე მივეჩვიე სულ გასვლებს, გამიკვირდა ამდენი თამაში რო გვაქვს სახლში, თუ ეხლა სახლში თამაშს არ გადავეჩვიეთ.
ლაპორტა მოვიდეს, კუმანი წავიდეს.
კუმანი არაა ის კაცი ვინც ბარსას დიდებას დაუბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალური შემადგენლობა არ ყავს.
ვინც ყავს იმასაც ვერ იყენებს, შეცვლას ნორმალურად ეს არ აკეთებს. დაღლილები არ ჩანდნენო. მარტო მაგ შეწმთხვევაში აკეთებენ შეცვლას? 5 ცვლილების უფლება გაქვს და 2 იყენებ, ისიც 85-ე და 90-ე წუთებზე. სადაც იმუშავა ამის აყვავებული გუნდი მე არ მახსოვს. ოცნება აიხდინა, 1 წელი იმუშავა და ზაფხულში წავიდეს, სანამ ბოლომდე გაბანძდება.
ეს ჩემი აზრია.
უმტიტი არ დამანახოთ სადმე ნორმალურ თამაშში!
GRIEZMAN✓™,
თუ მოიგებენ ისეთი თამაშით რაც გუშინ აჩვენეს თორემ ყველას გვინდა რომ მოიგონ.
სწრაფად უნდა დავივიწყოთ ეს წაგება და მალე მოვიდეთ გონზე
ყველა მოსაგებია უკლებლივ