workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი “სევილიასთან” მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი “სევილიასთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში “სევილიასთან” დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

ეს ცუდი შედეგია. მთელი თამაშის განმავლობაში ვიბრძოდით, მაგრამ ვერ მივაღწიეთ იმას, რისი იმედიც გვქონდა.

ჩვენს სასარგებლოდ პენალტი უნდა დანიშნულიყო.

ყველამ ვნახეთ, რომ “ბარსამ” კარგად ითამაშა, შექმნა პირველი აშკარა მომენტი. მეორე ტაიმში მთელი ძალებით პრესინგს მივმართეთ. გუნდს ვერ დავადანაშაულებ. წინ განმეორებითი მატჩია. უნდა შევეცადოთ მოგებასა და ფინალში გასვლას.

ლანგლეს ფიზიკური პრობლემები არ აქვს. მინგესასა და უმტიტის თამაში ჩემი გადაწყვეტილება იყო.

უმტიტიმ შეცდომები დაუშვა, მაგრამ მისი განსჯა არასამართლიანია. ეს ყველას ბრალია. ყველა ვიგებთ და ყველა ვაგებთ.

მატეუ ლაოსი? ზოგადად, მან კარგად იმსაჯა. თუმცა, არსებობს სათამაშო მომენტი, რომელიც გეპარება და ამასობაში ეს პენალტია. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ VAR-ს მომენტი არ განუხილავს.

მეორე შეხვედრა რთული იქნება, რადგან ანგარიში 2-0 არის. გასვლაზე გოლის გატანა მნიშვნელოვანია. თუმცა, “ბარსას” შინ ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

შეცვლები? გუნდი ძალიან კარგი იყო და ცვლილების მიზეზებს ვერ ვხედავდი. ბოლომდე მოვიცადე, რადგან ვერ ვატყობდი, რომ გუნდი ძალიან გადაღლილი იყო. მეორე ნახევარში პრესინგს კარგად ვთამაშობდით. მუშაობით კმაყოფილი ვარ. ცვლილების საჭიროება არ ყოფილა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში