“სევილიასთან” თამაშის მსაჯი ცნობილია | სტატისტიკა

“სევილიასთან” თამაშის მსაჯი ცნობილია | სტატისტიკა

ცოტა ხნის წინ “სევილიასა” და “ბარსელონას” შორის ესპანეთის თასის 1/2 ფინალში გასამართი პირველი დაპირისპირების მსაჯების ვინაობა გახდა ცნობილი.

მთავარი მსაჯი

10 თებერვალს სევილიაში გასამართი შეხვედრის მთავარი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება.

43 წლის მსაჯს “ბარსელონას” შეხვედრაში მონაწილეობა 41-ჯერ მიუღია. კატალონიელებს 29 მოგება (71%), 8 ფრე (20%) და 4 წაგება (9%) აქვთ. ვალენსიელმა “ბარსელონას” თამაშში 15 წითელი ბარათი აჩვენა, აქედან 6-ჯერ მოედნიდან “ბლაუგრანას” მოთამაშე გააძევა. სწორედ მან გააგდო ერთ შეხვედრაში მოედნიდან რონალდ არაუხო და უსმან დემბელე და ეს სწორედ “სევილიასთან” მოხდა. ლაოსის მიერ “ბარსელონას” შეხვედრაში დანიშნული 7 თერთმეტმეტრიანიდან 6 კატალონიელებმა შეასრულეს, ერთი კი მეტოქემ.

“სევილიას” მატეუ ლაოსის მიერ განსჯილ 33 თამაშში 17 (52%) მოგება, 3 (9%) ფრე და 13 (39%) მარცხი დაუგროვდა. ანდალუსიელებმა 3 წითელი ბარათი მიიღეს, მეტოქემ – 6. “სევილიას” სასარგებლოდ ლაოსმა 2 პენალტი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ – 8.

უშუალოდ ამ გუნდების შეხვედრაში ლაოსმა 3-ჯერ იმსაჯა, სამივე უხვგოლიანი შეხვედრა გამოდგა და სამივე შემთხვევაში გამარჯვებული “ბარსელონა” დარჩა. ჯერ იყო 2012 წელს სევილიაში გამართული მატჩი, რომელსაც მასპინძლები 48-ე წუთზე 2-0 იგებდნენ, 89-ე წუთზე კი 2-1, მაგრამ 73-ე წუთიდან 10 კაცით მოთამაშე ანდალუსიელებმა 2-3 წააგეს. ლაოსმა იმ შეხვედრაში მოედნიდან გარი მედელი გააძევა, რომელსაც პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

შემდეგ იყო ისევ სევილიაში გამართული მატჩი, რომელშიც მასპინძლები 2-ჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ “ბარსამ” იმარჯვა, ანგარიშით 4-2.

ამ გუნდების ჯერჯერობით ბოლო შეხვედრა, რომელშც ლაოსმა იმსაჯა, 2019 წლით თარიღდება. “ბლაუგრანამ” “კამპ ნოუზე” 4-0 მოიგო. შეხვედრის მიწურულს, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო, მატეუმ მეოდნიდან ჯერ დებიუტანტი რონალდ არაუხო, რამდენიმე წამში კი უსმან დემბელე გააძევა.

საინტერესოა, რომ ამ ორ გუნდს შორის ჩატარებულ 3 შეხვედრაში 15 გოლი გავიდა და არცერთი თერთმეტმეტრიანიდან.

ვიდეორეფერი

ვიდეორეფერის ოთახიდან ლაოსს იგნასიო იგლესიას ვილანუევა დაეხმარება. “ბარსელონას” მასთან კიდევ უფრო კარგი შედეგი აქვს.

ვილანუევას მონაწილეობით გამართული 17 თამაშიდან “ბლაუგრანამ” 13 მოიგო (76%), 3 ფრედ დაასრულა (18%) და მხოლოდ 1 დათმო (6%). მას კატალონიელთა მოთამაშისთვის წითელი ბარათი არასდროს უჩვენებია, მეტოქე კი მოედნიდან 4-ჯერ გააძევა. დანიშნული 8 თერთმეტმეტრიანიდან 6 “ბლაუგრანამ” შეასრულა, ხოლო 2 მეტოქემ.

“სევილიამ” იგნასიო იგლესიასის მიერ განსჯილი 20 დაპირისპირებიდან 10 მოიგო (50%), 6 ფრედ ითამაშა (30%) და 4 დათმო (20%). ვილანუევამ სულ 8 წითელი ბარათი აჩვენა, აქედან 6-ჯერ მოედნიდან სევილიელთა მოთამაშე გააძევა. 5 თერთმეტმეტრიანდიან კი 3 ანდალუსიელთა კარში დაინიშნა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (18)

  • me da barca
    26 თებ 2021, 22:29

    ამას არ იყო კრისტინამ ხელი, რომ კრა?

  • nika 54
    26 თებ 2021, 16:12

    იმ კლასიკოში საზიზღრად იმსაჯა, თუ რობერტოს აგდებდა, მაშინ მარსელოც უნდა გაეგდო ეგ გველი, მსაჯის ზურგსუკან რო მიარტყა რობერტოს. და ყველაზე საინტერესო ამ მატჩში ბეილმა საზიზღრად ითამაშა უმტიტის წინააღმდეგ ფეხს ტეხავდა ფაქტიურად უკნიდან. საინტერესო კი ამ მომენტზე ისაა, რომ ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ რუსეთში მსაჯთა სემინარებზე სწორედ ეს მომენტი აჩვენა როგორც ულაპარაკო წითელი, რაც მსაჯებს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს.

  • El pistolero 9
    26 თებ 2021, 01:09

    იმედია არაფერს მიქარავს

  • Albicelecte
    25 თებ 2021, 21:56

    კიდევ ერთი მადრიდისტა, ალბათ თეთრი ფორმით გამოვა მოედანზე barca-7

  • Bobi
    25 თებ 2021, 19:48

    ძალიან საინტერესო სტატისტიკა იყო ნამდვილად, არ მიყვარს ესპანელი მსაჯები, მათ შორის არც ესაა გამონაკლისი. 😁 თანაც მართლა ზედმეტად მკაცრია

  • C.PC5
    25 თებ 2021, 19:18

    აუ ეს კაი ჩამოსხმაა ასე მახსოვს😞 იმედია არ მოინდომებს გინების მიღებას.

  • M10 S9 D11
    25 თებ 2021, 17:55

    რობერტო უსამართლოდ გააგდეს მაგ თამაშში მარსელომ ჰოლივუდი დადგა კინაღამ ოსკარე წარადგინეს ისე იმსახიობა

  • nika 54
    09 თებ 2021, 14:04

    საწყალი დემბელე ძალიან ცუდიო, რო აგდებო უნდოდა ეთქვა და მსაჯმა ჩათვალა მე დამიძახა ცუდიო. ვალვერდე იძახდა ესპანურის გაგებაში არ არის და ცუდს არ იტყოდაო.

  • Bakero
    09 თებ 2021, 03:19

    უჰ მე ამის ბრტყელთავა

  • Don_Andresito
    09 თებ 2021, 00:40

    იღონთ ეს არაკაცი არა. მადრიდისტა და თან თარსი

  • Bobi
    08 თებ 2021, 22:56

    პატარა მიზეზი და ბარსა ძალიან დაზარალდება 😆 არ გაუშვებს ეს ასეთ შანსს ხელიდან 🙁
    ეს და მანსანო მაგრად მეზიზღებიან 😀

  • nika 54
    08 თებ 2021, 19:27

    ისე მოედნის და ვიდეო რეფერებმა ადგილები რო გაცვალონ უკეთესი იქნება.

    მე მახსოვს ამან მოედანზე "პრინცესა რონალდუს" გოლი გაუუქმა და მთელი თამაში რონალდუ უყვიროდა მატეო არ გინდა რაღაცა განახოო, თან მიხვდებოდით ხელს სადაც იდებდა. ამ <<ცენზურის დარღვევა>> მთელი ტაიმი ითმინა ყვითელიც კი არ მისცა.

  • Albicelecte
    08 თებ 2021, 18:51

    მსაჯი თეთრი ფორმით გამოვა, ეს უკვე წინასწარვე ვიცით barca-6

  • me da barca
    08 თებ 2021, 18:27

    ხო გამახსენდა, ბილბაოსთან იყო, ნოუ კამპზე 2:1, 31 იანვარს.

  • M10 S9 D11
    08 თებ 2021, 18:20

    აუ ამ მსაჯმა ხო შეგვიკიკინა მეზიზღება ეს მადრიდისტა მსაჯი

  • Kakiashvili
    08 თებ 2021, 17:54

    ://///////

  • me da barca
    08 თებ 2021, 17:49

    რას გადაგვეკიდა ეს ლაოსი. ბარსას მატჩში სულ ახლახან არ იმსაჯა ამან? არ მახსოვს რომელ მატჩში.

  • BEQA BARCA
    08 თებ 2021, 17:48

    ვაიმე როგორ ვერ ვიტან ამ მადრიდისტა სუდიას!!😡😡