workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუტი: “მესი რონალდოზე მაღლა დგას”

გუტი: “მესი რონალდოზე მაღლა დგას”

 

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხოსე მარია გუტიერესმა, იგივე გუტიმ, “La Gaceta”–სთან საუბრისას აღნიშნა, რომ არგენტინელი ლეო მესი ამ დროისთვის პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოზე მაღლა დგას…

 

“მე არ ვაკრიტიკებ კირშტიანოს. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტო შეუძლია. თუმცა, აქამდე მას დიდ თამაშებში ისეთი დონე არ უჩვენებია, როგორსაც მესი აჩვენებს. ამიტომაც, მესი მასზე მაღლა დგას”, – განაცხადა გუტიმ.

 

გუტიერესმა პატივისცემა გამოხატა”ბარსას” ფილოსოფიის მიმართ და ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ მადრიდულ კლუბში ჩარიცხული ფეხბურთელების უმეტესი ნაწილი სხვა კლუბიდანაა გადმოსული: “ჩვენ ტრანსფერებზე უფრო მეტ ფულს ვხარჯავთ, ვიდრე ახალგაზრდა ფეხბურთელების ვარჯიშებზე. “რეალ მადრიდმა” ეს უნდა შეცვალოს. ჩემთვის რთულია უყურებდე “მადრიდის” თამაშს და ხედავდე, რომ გუნდში “კანტეროდან” მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, იკერი თამაშობს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში