ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯონათან დოს სანტოსი კოპა ამერიკაზე არ იქნება

ჯონათან დოს სანტოსი კოპა ამერიკაზე არ იქნება

დღეს მოხდა ძალიან ყურადსაღები ფაქტი მექსიკის ეროვნული ნაკრების ბანაკში. მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ გუნდიდან 8 ფეხბურთელი დაითხოვა 6 თვით, რაც იმას ნიშნავს, რომ “შესანიშნავი რვიანი” ვერ მიიღებს მონაწილეობას კოპა ამერიკის გათამაშებაში. იტყობინება გამოცემა “AP”.

 

ამ ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება: ისრაელ ხიმენესი, ნესტორ ვიდრიო, ჯონათან დოს სანტოსი, მარკო ფაბიანი, ხორხე ერნანდესი, დევიდ კაბრერა და ნესტორ კალდერონი. მექსიკის ფედერაცია ამ ფაქტის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს. დაუდასტურებელი წყაროების თანახმად, ფეხბურთელებმა სავარჯიშო ბაზაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მიიყვანეს და მათთან ერთად ხალისობდნენ. ზოგიერთ მათგანს დოპინგ–ტესტიც ჩაუტარდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში