“ბარსელონასთვის” თებერვლის თვე და მარტის დასაწყისი ნამდვილად გადატვირთული იქნება – კატალონიელებს თითქმის ყოველ სამ დღეში მატჩის ჩატარება მოუწევთ.
საერთო ჯამში, “ლურჯ-ბროწეულისფერები” 7 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით 9 შეხვედრას ჩაატარებენ:
- 7 თებერვალი – “ბეტისი” – “ბარსელონა” – ლა ლიგა
- 10 თებერვალი – “სევილია” – “ბარსელონა” – ესპანეთის თასი
- 13 თებერვალი – “ბარსელონა” – “ალავესი” – ლა ლიგა
- 16 თებერვალი – “ბარსელონა” – “პარი სენ-ჟერმენი” – ჩემპიონთა ლიგა
- 21 თებერვალი – “ბარსელონა” – “კადისი” – ლა ლიგა
- 24 თებერვალი – “ბარსელონა” – “ელჩე” – ლა ლიგა
- 28 თებერვალი – “სევილია” – “ბარსელონა” – ლა ლიგა
- 3 მარტი – “ბარსელონა” – “სევილია” – ესპანეთის თასი
- 7 მარტი – “ოსასუნა” – “ბარსელონა” – ლა ლიგა
22 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კი სანაკრებო პაუზა იქნება და ზოგიერთ მოთამაშეს დასვენების საშუალება მიეცემა. ამასთანავე, კლუბიდან უმეტესობას ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ, ამიტომაც რონალდ კუმანს როტაციებისთვის მიმართვა მართებს.
ტრინკაუ ნახეთ ლამბორჯინით დაქრის ტიპი
. ბევრი მასზე უფრო მდიდარი და გამოცდილი ფეხბურთელი არ აძლევს თავს უფლებას ლამბოთი იროს. უფრო მეტი დრო ფეხბურთს დაუთმოს ჯობია, თორემ FIAT 300-ზე მოუწევს გადაჯდომა.
როტაციასაც რო ვერ გააკეთებ ისეთი კალენდარია ძლივს დავიწყეთ ქულების აღება ლა ლიგაში და ეხლა მაგ ქულების დაკარგვა კატასტროფა იქნება