კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ შემტევს, ლეო მესის კლუბთან უკანასკნელი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება და ის, შესაბამისად, თავისუფალი აგენტი ხდება.
უკვე დიდი ხანია, რაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლეოს გადაბირებას “პარი სენ-ჟერმენი” დიდი ძალებით ცდილობს.
ერთ-ერთმა ცნობილმა საფეხბურთო გვერდმა დღეს ზემოხსენებული ცნობებიდან გამომდინარე, შემდეგი კითხვა დასვა: “შეუერთდება მესი პსჟ-ს”?
აღნიშნულ პოსტს მხარდამჭერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ანხელ დი მარიას კომენტარია – ” 🙏 “, რომელსაც “მლოცველის ხელების”, ან მარტივად რომ ვთქვათ, “ღმერთისთვის მთხოვნელის” განმარტება აქვს.
არგენტინელი შემტევი ამ ემოჯის გამოყენებით, ლეოს საფრანგეთში გადასვლასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას ამჟღავნებს.





სამიდან უდიდესი პსჟ-ს.
ეს “შაკალი” 2014 ის ფინალი გამოტოვა ტრამვა არ გამიმიზეზდესო … ამის მადრიდისტა დედას….
თ1000 პროცენტით ვარ დარწმუნებული რო მესი დარჩება და თუ კიდე სადმე გადასვლაა სიტი იქნება ეგ და არა პსჟ.
მარა სიტი არაფერი აქ იქნება კიდე 2-3 სეზონი დს მერე ეგ დს სუა წავლენ მაიმიზე ბექმთან და იქ დაასრუელებენ კარიერას🙂
mes10si,
სადაც სუარესის ცხრა ნომერი მაისური ჩააცვეს ბარემ ეგეც რა პრობლემაა 😄
ამ პესეჟემ რა ტვინი მ****ა რაა უკვე!!😡😡 რა პსჟ ### ხო არააქვთ?!!😠
იოცნებეთ მთელმა პარიზმა
ძაან სირცხვილია ჩემი აზრით დედაბუდიანად რომ მესის ეხვეწებიან ოღონდ შენ მოდიო😃
მესი თუ წავა 10 ნომერი ბრაიტამ უნდა ჩაიცვას
იმსახურებს ნამდვილად 
ეგღა აკლია ფერმაში გადავიდეს მესი… ფუ რა ამაზრზენი კლუბია ეს პსჟ