“ლას პალმასის” მთავარი მწვრთნელი პეპე მელი El Mundo-ს მიერ “ბარსელონას” ვარსკვლავის, ლიონელ მესის კონტრაქტის დეტალების გასაჯაროებას გამოეხმაურა.
მადრიდულმა გამოცემამ რამდენიმე დღის წინ მესის ხელშეკრულების დეტალები გაამჟღავნა. როგორც ირკვევა, არგენტინელს ბოლო 4 წელიწადში კატალონიური კლუბისგან 555 მილიონ ევროზე მეტი უნდა მიეღო.
ადამიანი, რომელიც ამდენს გამოიმუშავებს, ლოგიკურია, რომ, რასაც ის წარმოშობს, მასზე მოქმედებს. “ბარსა” ის კლუბია, რომელსაც დიდი შემოსავალი აქვს, რადგან მესი უკვე მრავალი წელია “ბლაუგრანაში” ირიცხება. რამდენი იაპონელი და ჩინელი ტურისტი მოგზაურობს ბარსელონაში მხოლოდ მის სანახავად?
ჩემი აზრით, ეს სიტუაცია ლეოზე გავლენას არ ახდენს, რადგან, ვფიქრობ, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება.
– ციტირებს პეპე მელის სიტყვებს Onda Cero.
როგორ უნდათ რო მესის ჩირქი მოსცხონ მარა არ გამოუვათ არა