ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბელეტი საფეხბურთო კარიერას ასრულებს

ბელეტი საფეხბურთო კარიერას ასრულებს

 

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, ჟულიანო ბელეტიმ გამოაცხადა, რომ იგი ფეხბურთიდან მიდის…

 

35 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ფიზიკური პრობლემების გამო, ფეხბურთიდან მიდის. ჟულიანო ბელეტი ფრენკ რაიკაარდის გუნდის ღირსებას 2004 წლიდან 2007 წლამდე იცავდა. მან მსოფლიოს თავი 2006 წლის “ჩემპიონთა ლიგაში” გატანილი გოლით დაამახსოვრა. ფინალში ერთმანეთს ლონდონური “არსენალი” და კატალონიური “ბარსელონა” უპირისპირდებოდნენ. ბელეტი მოედანზე 71–ე წუთზე, ოლეგერის ნაცვლად, მაშინ გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მისი შემოსვლიდან 9 წუთში კი ბრაზილიელმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა…

გოლი, რომელიც ბელეტიმ 2006 წლის ფინალში გაიტანა

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში