“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 16 თებერვალს “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი საჩემპიონთალიგო თამაშისთვის მზად იყოს.
პიკემ ტრავმა ნოემბრის ბოლოს მიიღო. მის მკურნალობას მინიმუმ 3-4 თვე სჭირდებოდა. ცნობილი ექიმი რამონ კუგატი კი ირწმუნებოდა, რომ ჟერარის 6 თვეზე ადრე დაბრუნება ძალიან ძნელი იქნებოდა. დეკემბრის ბოლოს პოზიტიური სიახლე გავრცელდა – პიკეს თებერვლის ბოლოს დაბრუნება შეუსრულებელ მისიად არ მოსჩანდა.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 33 წლის (34 წლის ხვალ ხდება) ფეხბურთელის მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს. დღეს კი Mundo Deportivo გვატყობინებს, რომ პიკე “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართ პირველ 1/8 ფინალური დაპირისპირებაში თამაშს უმიზნებს.
იგივეს იუწყება Cadena SER, მაგრამ ამ გამოცემის ჟურნალისტის ცნობით, პიკეს ურჩევენ არ გარისკონ და თვის ბოლომდე მოიცადოს.
დიდი პატივისცემის მიუხედავად???
შენი კომენტარიდან ამას ვერ ვიტყოდი, სად ჩანს ეს პატივისცემა, რომელ წინადადებაში?
კონკრეტული წინადადებებით ჩემი აზრი გამოვთქვი ახლანდელ პიკესთან დაკავშირებით,რომელიც უკვე წლებია აღარ იმსახურებს იმას რასაც იღებს(ადგილს ძირითად შემადგენლობაში).პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს,რომელსაც ისევე უყვარს გუნდი,როგორც მაგალითად პუის და ლეოს და თავის დროზე დიდი გუნდის ერთერთი უმნიშვნელოვანესი წევრი იყო და დიდი წვლილი შეიტანა გვარდის და ენრიკეს ბარსას წარმატებაში..რატო გამომიხტი ვერ ვხვდები,თუ არ მეთანხმები ამიხსენი რატომ,თუარადა არ ვაპირებ შენთან პიკესადმი ჩემი პატივისცემის განხილვას.ფეხბურთელი იმისთვისაა,რომ როცა იმსახურებს გავაკრიტიკოთ გულშემატკივრებმა და როცა იმსახურებს შევაქოთ..არავისზე მაღლა არ დგას პიკე რაც არ უნდა დამსახურება ქონდეს,ფაქტია აღარ არის ის რაც გუნდს ჭირდება და ტყუილად იკავებს ადგილს.
დიდი პატივისცემის მიუხედავად???
შენი კომენტარიდან ამას ვერ ვიტყოდი, სად ჩანს ეს პატივისცემა, რომელ წინადადებაში?
ახალად გამოჯანმრთელებული პიკე პსჟსთან არ გვჭირდება! არაუხო უმტო უნდა დაგეს!
შე გაბლატავებულო შლანგო,გადაეწუწე სკამზე და ძირითადში აღარ გნახო,დიდი პატივისცემის მიუხედავად,ყოველთვის დირკა იყავი და ახლა მითუმეტეს,ცალმუხლა ბიზნესმენი შლანგი არ მინდა ჩემი გუნდის შემადგენლობაში კიდევ ვნახო..უმტოს თუ რამე მოუვიდა დაჟე მინგესა მირჩევნია შენს დაყენებას შე 1000ფორვარდზე ნახტუნავებო ბულკო
არაუხო და უმტიტი უნდა დადგნენ პსჟსთან.მთლად რო შუაზე გაიხეს არაუხო მაინც ჯობია პიკეს და უკვე დროა გადაჯდეს სკამზე
რონალდ აი შენ მოგმართავ პირადად! არ გაბრიყვდე ბიჭოოოო!!! ეს არ დააყენო მბაპე-ნეიმარის წინ ოდნავი ნამუსი თუ გაქვს შერჩენილი!! ეს და ლენგლე ჩაგვიდებენ და დაგვღუპავენ!!! არ გააკარო ძირითადს. ნაპოვნია ცენტრი უკვე და მორჩეს ბაზარი!
აბა ჩვენ გვკითხოს თუ გვსურს