“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, “ბილბაოსთან” მატჩში (2-1) ანგარიში საჯარიმო დარტყმის ზუსტად შესრულებით გახსნა.
Mister Chip-ის ცნობით, ესპანეთის ჩემპიონატში მესიმ ბოლო 25 წელიწადში ყველაზე მეტი (38) ჯარიმა გაიტანა. მისი 403 მცდელობიდან 9,43% ზუსტი გამოდგა.
ლეოს შემდეგ მეორე ადგილს “რეალის” ყოფილი შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს – 19 გოლი (310 მცდელობიდან, 6,13%), მესამე საუკეთესო მაჩვენებელი “რეალის” კიდევ ერთ ლეგენდას, რობერტო კარლოსს აქვს – 16 გოლი (382 მცდელობიდან, 4,19%), მეოთხეზე კი “ბარსას” ლეგენდა, რონალდინიოა – 15 გოლი (205 მცდელობიდან, 7,32%).




ყველას გოლების რაოდენობაა მითითებული მესის გარდა, უნდა გამოვიანგარიშოთ?
2 ჯარიმაც და გადაუსწრებს პენალდოს ჯარიმიდან გატანილ გოლებში კარიერულს ვგულისხმობ
ბექემს, დინიოს და ჟუნინიოს აქვთ მეტი სავარაუდოდ. კარიერის ბოლომდე სამივეს გადაუსწრებს.
მარტო ლა ლიგაში? სავარაუდოდ არ მოიძებნება უფრო მეტის გამტანი ბოლო პერიოდში.
მესიმ ბილბაოს რატომ შეს*ა თავისი ჯარიმებით?
ეს რა მათემატიკური გაანგარიშება შემოგვთავაზე, დაწერე პირდაპირ 38.
საოცარია ეს ადამიანი, ვისიამოვნოთ სანამ ჩვენი კლუბის მაისურში ვხედავთ❤️
ეგ კი არა დემბელე რო გადასაგდებია მიხვდით?