“ბარსელონა” ლა ლიგის 21-ე ტურის შეხვედრას “კამპ ნოუზე” “ბილბაოსთან” გამართავს.
ეს გუნდებს შორის ბოლო 1 თვის განმავლობაში მე-3 დაპირისპირებაა. ლა ლიგის ეგიდით “ბარსამ” ანგარიშით 3-2 იმარჯვა, ესპანეთის სუპერ თასზე კი ფინალში “ბილბაომ” ანალოგიური ანგარიში თავისდა სასარგებლოდ დააფიქსირა.
დღეს კატალონიელებს დათმობილი თასის შემდეგ რევანშის აღების საშუალება ექნებათ. ქვემოთ კი 3 სახის ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელთაგან ერთ-ერთსაც, შესაძლოა, ნიდერლანდელი სპეციალისტი ენდოს.
ვარიანტი N1
რეალურად, სწორედ ასეთი შემადგენლობის დაყენებაა ყველაზე მოსალოდნელი “ბილბაოსთან”. სერჟი რობერტოს ჯერ არც ერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა და თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში განწესება ლოგიკური არ უნდა იყოს. მარჯვენა მცველად ისევ ოსკარ მინგესა გადაიწევს.
მირალემ პიანიჩი დისკვალიფიცირებულ სერხიო ბუსკეტსს ჩაანაცვლებს, ხოლო მოწინავე ოთხეული ამ დროისათვის ყველაზე ეფექტური შემტევი კვარტეტის სახით მოგვევლინება.
ვარიანტი N2
აქ უკვე რონალდ არაუხოსთან ცენტრალური დაცვის დუეტში, კლემან ლანგლეს ნაცვლად, ოსკარ მინგესას ვხედავთ. ლანგლეს ბოლო შეხვედრაში საკმაოდ ბევრი შეცდომა ჰქონდა.
მინგესას ცენტრში დაყენება მარჯვენა მცველის პოზიციაზე სერჟი რობერტოს დაყენებას გამოიწვევს.
ნახევარდაცვაში კი მირალემ პიანიჩის ნაცვლად ძირითადში რიკი პუჩის კიდევ ერთხელ ვიხილავთ.
ვარიანტი N3
იმ შემთხვევაში, თუ რონალდ კუმანს ანტუან გრიზმანის ძირითადში დაყენება არ მოესურვება, მას შეუძლია გუნდი 3-მცველიან ექსპერიმენტულ ფორმაციაზე ისევ გადააწყოს.
ეს ტაქტიკა “ვალიადოლიდთან” “ბარსას” მარტივი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.


რობერტო-არაუხო-უმტიტი-ალბა
დე იონგი-ბუსი-პიანიჩი
მესი-გრიზმანი-დემბელე
ბუსკეტსი არ იქნება ამ თამაშს ტოვებს გაფრთხილებები დაუგროვდა პიანიჩი დე იონგი პედრი იქნება ალბათ
ტერ შტეგენი
რობერტო-არაუხო-უმტიტი-ალბა
დე იონგი-ბუსი-პიანიჩი
მესი-გრიზმანი-დემბელე
ტერ შტეგენი ალბა უმტიტი არაუხო მინგესა
დეიონგი პიანიჩი პედრი დემბელე გრიზმანი მესი ჯერ ადრეა რობერტოს ძირითადში დაყენება თანა არც იქნება ფორმაში ნელ ნელა უნდა შევიდეს ფორმაში რეალურად პუჩი ასეთ თამაშში არამგონია დააყენოს თან დეიონგი და პუჩიც უფრო შეტევაზე არიან ორგანიზებული და უკან კონტრშეტევაზე ვერ მოასწრებენ ჩოსვლას ამიტომ ჯობია პიანიჩი იდგეს და ბუსკეცის მოვალეობები შეტავსოს იმედია მოვიგებთ და მეორეზე გადავალთ
მეორე ვარიანტი და რობერტოს მაგივრად მინგესა და ლენგლეს მაგივრად უმტიტი
4-3-3ფორმაცია ჯობია.
შტეგო
მინგესა არაუხო უმტიტი ალბა
დეიონგი პიანიჩი პედრი
დემბელე მესი გრიზმანი.
მეორე ტაიმში რობერტო,პუჩი,ტრინკაუ და ბრეიტვეიტი შემოვლენ
ჯობია უმტიტი დააყენოს ლენგლეს ტრამვიანიც აჯობებს 😁😁😁
აუ ბუსკკეცი ძაან ცუდ დროს დაგვაკლდა😭 იმედია პიანიჩი გაართმევს თავს და დაეხმარება დაცვას კარგად.
"ვინ დადგება მარჯვენა მცველად?"
კეტაშვილი დავაყენოთ!!!
ვისაც არ გახსოვთ, კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ფეხბურთში, თანაც ფინალში ვინმეს კი არა ბრაზილიას მოუგო. შესანიშნავად უტევდა ალვესი იყო ქართველი.
ხუმრობა იქით იყოს და ამ ვირებთან ყველა ძლიერი(ფიზიკურად) ფეხბურთელი უნდა დავაყენოთ იმათგან ვინც გვყავს, მაგალითად პუჩს წალეკავენ. არაუხოს მაგვარი ბევრი არ არის მაგრამ მაინც ასე უნდა ვქნათ.
კაი ვარიანტია პირველი მაგრამ არაუხო უმტიტი და მარჯვნივ რობერტო თუ ჯანმრთელადაა თუ არადა კვლავ მინგესა.
არ შემიძლია რომ ვუყურებ არაუხოს და ლენგლე აწერია და რომ ვუყურებ ლენგლეს და არაუხო აწერია , მერე რომ ავტორი მინგესას ეძახის , მაინც ცუდად ვხდები..
დიდი ალბათობით მინგესა დადგება ისევ მარჯვნივ და ლოგიკურიცაა, ცენტრში ლენგლეს ნაცვლად უმტიტი, ბუსკეცის ნაცვლად პიანიჩი და შეტევაში ტრინკაუ მესი და გრიზმანი
იმედია უმტიტი დადგება ლენგლეს ნაცვლად დღევანდელ თამაშში და გაამართლებს არაუხო უმტიტი ერთად რომ ეს ლენგლე აღარ დავინახო ძირითადში.
კიდევ ხენგლე ? ვააჰ რა ცოდვა გვაქვს ასეთი ?!
უმტიტი იქნებაო ხომ თქვეს
დე იონგი-პედრი
ბუსკეცი
ალბა-უმტიტი-არაუხო-მინგეზა
ტერ შტეგენი
60' ტრინკაო – დემბელე
60' პედრი – პიანიჩი
80' ბუსკეცი – რიკი პუჩი
80' გრიზმანი – ბრეიტვეიტი
ბუსკეტს დისკვალიფიკაცია აქვს.
ღმერთმა დაგვიფაროს არაუხო ლენგლე იყოს და ლენგლე არაუხო , მაგ ბიჭის იმედი მაქვს