ბოლო დროს პრესაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ დავიდ ვილიამ შეიძლება დატოვოს კლუბი, მაგრამ თავად ფეხბურთელი ყველა ჭორს უარყოფს და აცხადებს, რომ კარიერის დასრულება ”ბარსაში” სურს.
დღეს გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ რომან აბრამოვიჩმა ”ბარსელონას” დავიდ ვილიას ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად მიმართა და ესპანეთის ნაკრების საუკეთესო გოლეადორში 30 მილიონ ფუნტს იხდის. ”ბარსამ” მოისმინა წინადადება, მაგრამ უარით უპასუხა. კატალონიელებმა განაცხადეს, რომ ვილიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდიან, თუ რომელიმე კლუბი მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, რაც 200 მილიონ ევროს შეადგენს.
”ჩელსის” ახალმა მწვრთნელმა, ვილაშ ბოაშმა გადაყწვიტა ვილია-ტორესის დუეტის შექმნა, რომელიც მისი აზრით მის გუნდს დიდ წარმატებას მოუტანს. არ არის გამორიცხული, რომ რომან აბრამოვიჩი უახლოეს პერიოდში შეთავაზებულ თანხას გაზრდის.
