კატალონიური ”ბარსელონა” არ აპირებს 20 წლის ნახევარმცველ, ტიაგო ალკანტარას სხვა გუნდში გაშვებას. ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში ახალგაზრდა ფეხბურთელს შესთავაზებენ ახალ და გრძელვადიან კონტრაქტს.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ტიაგო ალკანტარა გუნდს გამოიცვლის. 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტიაგოს დამაჯერებელმა თამაშმა ”ბლაუგრანას” ხელმძღვანელები დაარწმუნა იმაში, რომ ფეხბურთელის კატალონიის დედაქალაქში დიდი ხნით დატოვება აუცილებელია.

”ბარსა” ტიაგოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


