“ვალენსიას” 25 წლის ესპანელ მცველს, ხოსე გაიას, “ბარსელონაში” ჟორდი ალბას შემცვლელად მოისაზრებენ. “ბარსელონას” ინტერესი გაიას მიმართ უკვე პრესაშიც გავრცელდა, იტყობინება OnzeTv3.
კატალონიელები მზად არიან, “ვალენსიას” ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო + ბონუსები გადაუხადონ. გაია “ღამურების” ღირსებას 2012 წლიდან იცავს და გუნდის ერთ-ერთი უცვლელი ფიგურაა.
რაც შეეხება 31 წლის ჟორდი ალბას, “ბარსელონამ” იგი სწორედ “ვალენსიასგან”, 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2012 წელს შეიძინა.




მართლა კარგი ვარიანტია გაია მაგრამ არამგონია 15 მილიონად შეელიოს ვალენსია, ისე თუ მართლა ამ ფასად დაითრევენ ძალიან კარგი იქნება
ძლივს წესიერ იგროკს დაადგეს თვალი ან ეს ან ანხელინიო
გაია 15? 40 ად გაყიდიან ეგრევე.
მერე ჩეკი არ დარჩათ რო იყიდეს? დაუბრუნონ უკან და ცოტაც წაუმატონ მაგ გაიაში.
გაია მართლა არაა ცუდი ვარიანტი მაგრამ მე ანხელინიო მირჩევნია..
ოჰოო ეს არაა ცუდი საიხლე
ანხელინიომ დაგვიკიდა ფეხზე
ანხელინიოზე ესენი არ ფიქრობენ და სდიონ ამ გაიებს.
გაიაში 15 მილიონი თანაც ალბას შემცვლელი😂😂😂