დღეს “ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი 41 წლის გახდა.
ჩავი ერნანდესმა 25 ტიტული “ბარსელონასთან” ერთად მოიგო, 3 ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ხოლო “ალ სადთან” ერთად კი 4 ტიტულის მოპოვება მოახერხა.
გთავაზობთ მის მიღწევებს Tribuna.com-ის მიხედვით.
- რეკორდსმენი “ბარსაში” ჩატარებული მატჩების მიხედვით
ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” ჩატარებულ მატჩებში ყველა დროის რეკორდს ფლობს. მან “ბლაუგრანას” მაისურით 767 მატჩი ჩაატარა და 25 ტიტული მოიგო. ყოფილი თანაგუნდელის რეკორდის გასამეორებლად ლეო მესის 15 მატჩის ჩატარება სჭირდება.
- უეფას აღიარება
2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო გუნდი. ეს დამსახურებული აღიარებაა, რადგან მაესტრომ 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის და 2-ჯერ უეფას სუპერთასი მოიგო. ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულში “ბარსელონას” ყოფილი თუ მოქმედი ფეხბურთელებიც მოხვდნენ: ჟერარ პიკე, კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი.
- საუკეთესო ფლეიმეიკერი
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ჩავის საუკეთესო ფლეიმეიკერის ჯილდო 4-ჯერ(2008;2009;2010;2011) გადასცა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო მასზე ბევრჯერ მიიღო, ლეო მესია.
- ეროვნულ ნაკრებტან ერთად მიღწეული წარმატება
ჩავი ერნანდესმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად 3 ტიტულის მოპოვება შეძლო: ევროპის ჩემპიონატი 2008 და 2012 წლებში, მსოფლიო ჩემპიონატი 2010 წელს.
- პირველი ნაბიჯები მწვრთნელის რანგში
2019 წლიდან ჩავი ერნანდესი ყატარულ კლუბს, “ალ-სადს” წვრთნის. მისი მუშაობის პერიოდში კლუბმა 4 ტიტული მოიპოვა: ემირის თასი, ყატარის თასი, ყატარის სუპერ თასი, ყატარის ვარსკვლავთა თასი.




"ევროპის საუკეთესო ფორვარდი ჩვენთან თამაშობს", – ატლეტიკოს პრეზიდენტი
თარიღი: იანვარი 25, 2021, 12:45
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა:
"სუარესის სახით, ატლეტიკოს შემადგენლობაში ევროპული ფეხბურთის საუკეთესო ცენტრფორვარდი თამაშობს.
მის შესაძლებლობებში არასდროს მეპარებოდა ეჭვი და აქედან გამომდინარე, ურუგვაელის გადმოსაბირებლად ყველაფერი გავაკეთე.
მჯერა, რომ ის ჩვენს გუნდს უმაღლეს მწვერვალამდე მიიყვანს. ლუისის შედეგიანობით კმაყოფილი ვარ", – განაცხადა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ "ინდიელების" თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.
ამ კაცმა მოახერხა და გრიზმანი 120 მილიონად შემოგვტენა, მერე კიდევ შარი მოსდო ბარსელონას, რომ ბართომეუ სატრანსფერო ფანჯარამდე დაუკავშირდა ანტუანის ოჯახს-ო და კიდევ 20 მილიონი წაგვართვა მორალური ზარალისთვის. აი ამას უნდა დაუყენო ბართომეუ მოსწავლედ როგორ უნდა იპრეზიდენტოს კაცმა.
20 მილიონი კი არა 800 ევრო წაგვართვა თუ რაღაც ანუ ეგ სარჩელი უკან გაუკეთეს მარა გრიზმანში აღებული ფულით ფელიქსი იყიდეს, სუარესი კიდე უფასოდ წაიყვანეს და დღეს ბომბარდირია.
უდაოდ საუკეთესო ნახ.მცველი და საოცარი ფეხბურთელი და ადამიანი❤️
ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო ნახ მცველი 1) ზიდანი 2) დი სტეფანო 3) ინიესტა, ჩავი 4) პირლო 5) ჯერარდი
ჩამოიქცა გუნდი, მესიც წავა და ბარსა იქნება სამეულის , ოთხეულის გუნდი. ლიგის მოგება კი ფანტასტიკის სფერო.
ვულოცავ მაესტროს და ვუსურვებ მალე დაბრუნებას ბარსაში და იმაზე მეტ წარმატებას რაც მან მიაღწია მის კარიერაში.💜❤
და ყატარის ჩემპიონატი არ არსებობს?
ყატარის ვარსკვლავთა თასია ეგ ჩემპიონატი QSL
წარმატებები ვუსურვოთ მაესტროს!

2019 წლიდან ჩავი ერნანდესი ყატარულ კლუბს, "ალ-სადს" წვრთნის. მისი მუშაობის პერიოდში კლუბმა 4 ტიტული მოიპოვა: ემირის თასი, ყატარის თასი, ყატარის სუპერ თასი, ყატარის ვარსკვლავთა თასი.
და ყატარის ჩემპიონატი არ არსებობს?
ინის და ამის დუეტი საუკეთესო იყო ფეხბურთის ისტორიაში, ფეხბურთი გაალამაზა ამ ტრიომ, მწვერვალზე აიყვანა 😍
ესეც ჩვენი საყვარელი ატლეტიკოს პრეზიდენტის განცხადება:
"ევროპის საუკეთესო ფორვარდი ჩვენთან თამაშობს", – ატლეტიკოს პრეზიდენტი
თარიღი: იანვარი 25, 2021, 12:45
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა:
"სუარესის სახით, ატლეტიკოს შემადგენლობაში ევროპული ფეხბურთის საუკეთესო ცენტრფორვარდი თამაშობს.
მის შესაძლებლობებში არასდროს მეპარებოდა ეჭვი და აქედან გამომდინარე, ურუგვაელის გადმოსაბირებლად ყველაფერი გავაკეთე.
მჯერა, რომ ის ჩვენს გუნდს უმაღლეს მწვერვალამდე მიიყვანს. ლუისის შედეგიანობით კმაყოფილი ვარ", – განაცხადა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ "ინდიელების" თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.
ამ კაცმა მოახერხა და გრიზმანი 120 მილიონად შემოგვტენა, მერე კიდევ შარი მოსდო ბარსელონას, რომ ბართომეუ სატრანსფერო ფანჯარამდე დაუკავშირდა ანტუანის ოჯახს-ო და კიდევ 20 მილიონი წაგვართვა მორალური ზარალისთვის. აი ამას უნდა დაუყენო ბართომეუ მოსწავლედ როგორ უნდა იპრეზიდენტოს კაცმა.
გილოცავ მაესტრო <3
ყველაფრი რომ აქვს მოგებული კარიერეაში და რაც შეეძლო ყველა რეკორდი რომ მოხსნა❤️ უდიდესია ელ მაესტრო!!!!