“ელჩესთან” გამარჯვება (2-0), “ბარსელონას” ფრანგი შემტევისთვის, ანტუან გრიზმანისთვის, ლა ლიგაში საიუბილეო, მე-200 აღმოჩნდა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლა ლიგის ეგიდით 54 გამარჯვება “რეალ სოსიედადში” (2009-2014) იზეიმა, 113 “ატლეტიკოში” (2014-2019) 32 კი “ბარსელონაში”.
გრიზმანი “ბარსელონას” ღირსებას 2019 წლიდან იცავს, მან “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისური 74-ჯერ მოირგო, მეტოქის კარში კი 24 გოლი გაიტანა.



აი ამ სურათს დააკვირდით, როგორც თამაშობს ისე იქცევა. რატომ პუიოლი არა გვყავს მოედანზე, ამას ყურებს აახევდა.
მოაშორეთ ეს ბალერინა ბარსადან!
აშკარად მომატებული და დასტაბილურებული აქვს თამაში, მაგრამ კიდევ უნდა მოუმაოტოს, ეს არ არის საკმარისი რა თქმა უნდა, ბოლო-ბოლო 120 მილიონია გადახდილი
აშკარად არ იცის როგორ უნდა გადაადგილდეს უბურთოდ და ამის გამო დაკარგულია მთელი მატჩის განმავლობაში.უფრო ჩამოსვლა და ბურთის ატანა უყვარს მაგრამ ამ დროს ცენტრალურ თავდასხმაში ზონას ვეღარავინ ითვისებს.თუ ფლანგზე თამაშობს ის ფლანგიც მკვდარია შეტევაში.კუმანმა უნდა დაავალოს რომელიმე ფეხბურთელს რომ როცა გრიზმანი ნახ.დაცვაში ჩამოიწევს ზევით მისი ადგილი შეავსოს.კარგი იქნებოდა ეს როლი ბრეიტვეიტს შეესრულებინა და პედრი შედარებით ფლანგისკენ გადაწეულიყო
მაგარია გრიზი,
120 გადაიხადეს, მაგრამ 20 ნაღდად ღირს, 100 კი მტკვარმა წაიღო
ამან ოდნავ გამოასწორა თამაში გუნდისთვის დაცვაში დახმარების ხარჯზე თორე საკუთარი მოედნის იქეთ, სრული ბრაითვეიტია. მაგრად კი მწყინს და მიკვირს მარა ფაქტია ამისგან არაფერი არ გამოვა, ტრინკაო ბევრად უკეთესი იყო დაჟე :))
სიმართლე უნდა ვთქვათ რომ ამან დაასტაბილურა თამაში. ყველა შეხვედრაში ვერ დაფრინავს მაგრამ სად ეს გრიზმანი და სად სეზონის დასაწყისში რომ ვხედავდით ის.
გოლიც რომ გაეტანა საიუბილეო მატჩს მოუხდებოდა❤️
რატომღაც ვერ მოიხოდა ისე როგორც გვინდოდა. თუ არ იქნა ამისგან არაფერი ზაფხულამდე ვადროვოდ და მერე წავიდეს სადაც უნდა. როგორ მენანება 120 მილიონი ამაში გადახდილი. ჰალანდი მოეყვანათ..