workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას 5 ფეხბურთელი, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ გენიალურობა სიმარტივეშია

ბარსელონას 5 ფეხბურთელი, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ გენიალურობა სიმარტივეშია

გენიალურმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა თქვა: 

ფეხბურთის თამაში მარტივია. მარტივი ფეხბურთის თამაში კი ყველაზე რთული რამ არის.

სწორედ ამ მენტალიტეტის დამკვიდრებას ცდილობდა იგი “ბარსელონაში”.

Tribuna-მ გადახედა “ბარსელონას” ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთი მარტივი თამაშით ცდილობდნენ დამკვიდრებულიყვნენ, როგორც საუკეთესო მოთამაშეები თავიანთ პოზიციაზე.

  • ჩავი – ის არის ერთადერთი, რომელიც შეიძლება დასახელდეს, როგორც ტიკი-ტაკას სტილის განსახიერება. მისი დრიბლინგები იყო უნაკლო, რადგან მან იცოდა, როდის უნდა ეთამაშა მეტოქესთან და როდის უნდა დაერტყა კარისკენ. მას თამაშის “წაკითხვა” შეეძლო რის, გამოც გენიალურ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
  • ალბა – ბევრი ფიქრობს, რომ ალბა მოედანზე მხოლოდ ლეო მესისთვის ასისტის გასაკეთებლად იბრძვის, მაგრამ თუ ასეა, რატომ ვერ შეძლეს სხვა ფეხბურთელებმა ალბას სკამზე დასმა და თავიანთი თავის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება? ეს იმიტომ, რომ 31 წლის ფეხბურთელი მარტივად, თუმცა ეფექტურად თამაშობს.
  • პედრო – ის შესანისნავად გრძნობდა მეტოქის დაცვას და მარტივად თამაშობდა დარჩენილ თავისუფალ ზონებში. ის ყოველი ბურთის მიღებისას კარისკენ არ ურტყამდა, არამედ საუკეთესო ადგილსა და მომენტს არჩევდა საოცარი გოლების გასატანად.
  • პუიოლი – “ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი ტექნიკურად ყველაზე ნაკლებად გამორჩეულ მცველებში შედის, თუმცა ეს მისთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. ის ყოველთვის იყო მხეცი საჰაერო ორთაბძოლების დროს. მან იცოდა იმ მომენტისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება.
  • მასკერანო – არგენტინელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” მოვიდა როგორც ნახევარმცველი, თუმცა მან თავი ცენტრალურ მცველად დაიმკვიდრა თამაშის გააზრებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Clever liar
    schedule 24 იან 2021, 15:46

    ციტატა: Don_Andresito
    აბაა ბიჭო როგორ მიტყდება ბრაიტვაიტს რო ვუყურებ, დამისახელეთ ლა ლიგის 3 გუნდი რომელსაც შეტევაში ბრაიტზე ცუდი ფორვარდი ყავთ. ძირითადში ყველა გუნდს ჰაა 2 ის გარდა 1 ფორვარდი მაინც ყავთ მაგ ტლოპინაზე უკეთესი და შედეგიანი. არადა მაგის ადგილზე სხვა უფრო დონე 9 ნი და სხვა შედეგები გვექნებოდა, მინიმუმ 6 ქულით მეტი

    არ ვამბობ მაინც და მაინც სუარესი, ან ჰოლანდი რომელიც ოცნებაა. ვინმე ლა ლიგიდან გოლის ალღოთი, ხერარდ მორენო, იმენა უგაიძვერესი ფორვარდი, დარვინ ნუნიესი, გრანადას სუარესი ან მაქს გომესი ვალენსიიდან, სეზონში 15 გოლს მაინც გაიტანენ, ეს საცოდაობა რომელიც გუნდში ბოატენგის როლის ასაღებად მოვიდა 9 ნომერი აცვია და ძირითადშია. სეზონში კიდე ლა ლიგაში 5 გოლზე ვერ ავა. ბარსას ძირითადი ფორვარდი 5 გოლზე ვერ ავა


    +1

  • CuleTillIDie
    schedule 24 იან 2021, 15:26

    ისე ერთ დროს პედრიტო სკამზე რო გვყავდა, რა ფუფუნება იყო. მაგ დროის პედრო დღევანდელი შეტევიდან ნებისმიერს 10 თავით მირჩევნია ლეოს გარდა რა თქმა უნდა :დდ

  • Don_Andresito
    schedule 24 იან 2021, 13:47

    ციტატა: Clever liar
    კოუტინიო და ბრეითვეიტი საერთოდ არაფერს არ აკეთებენ არც მარტივად და არც რთულად მარა მაინც ბარსელონას ძირითადის ფეხბურთელები არიან :))


    აბაა ბიჭო როგორ მიტყდება ბრაიტვაიტს რო ვუყურებ, დამისახელეთ ლა ლიგის 3 გუნდი რომელსაც შეტევაში ბრაიტზე ცუდი ფორვარდი ყავთ. ძირითადში ყველა გუნდს ჰაა 2 ის გარდა 1 ფორვარდი მაინც ყავთ მაგ ტლოპინაზე უკეთესი და შედეგიანი. არადა მაგის ადგილზე სხვა უფრო დონე 9 ნი და სხვა შედეგები გვექნებოდა, მინიმუმ 6 ქულით მეტი

    არ ვამბობ მაინც და მაინც სუარესი, ან ჰოლანდი რომელიც ოცნებაა. ვინმე ლა ლიგიდან გოლის ალღოთი, ხერარდ მორენო, იმენა უგაიძვერესი ფორვარდი, დარვინ ნუნიესი, გრანადას სუარესი ან მაქს გომესი ვალენსიიდან, სეზონში 15 გოლს მაინც გაიტანენ, ეს საცოდაობა რომელიც გუნდში ბოატენგის როლის ასაღებად მოვიდა 9 ნომერი აცვია და ძირითადშია. სეზონში კიდე ლა ლიგაში 5 გოლზე ვერ ავა. ბარსას ძირითადი ფორვარდი 5 გოლზე ვერ ავა

  • alen halilovic
    schedule 24 იან 2021, 13:33

    პირველ რიგში პუიოლის ტექნიკა ცენტრალური მცველისთვის მშვენიერი იყო, მეორე – ალბას სიმარტივე არ გაიშვა არსად (კრუიფის გაგებით სიმარტივეს ვგულისხმობ) და მესამე – ინიესტა, ბუსკეტსი და მესი ზუსტად ამის განსახიერება არიან და რატო გამოტოვეს ვერ ვხვდები, თუ იმავეს გულისხმობენ სიმარტივეში, რასაც კრუიფი

  • sandro89
    schedule 24 იან 2021, 11:59

    მესი ანსუ ფაშისტი არაუხო პედრი დეიონგი დანარჩენი გასაპანღურებელია

  • ბასქუ10
    schedule 24 იან 2021, 11:13

    ლეგენდები რომლებიც მუდამ ჩვენს გულში იქნებიან, ჩავი,პუიოლი, პედრო, მასკერანო❤️ როგორ გვჭირდება ეხლა მათნაირი მოთამაშეები🥺❤️

  • Clever liar
    schedule 24 იან 2021, 00:36

    კოუტინიო და ბრეითვეიტი საერთოდ არაფერს არ აკეთებენ არც მარტივად და არც რთულად მარა მაინც ბარსელონას ძირითადის ფეხბურთელები არიან :))

  • C.PC5
    schedule 24 იან 2021, 00:33

    ყველა ლეგენდაა, ძაან გულში არიან❤️. ნუ ალბა იმ დონის ლეგენდა ვერაა რათქმაუნდა, მიჭამა თავისი დრო და მორჩა

  • BEQA BARCA
    schedule 23 იან 2021, 23:32

    ესენი ყველა გენიალურები იყვნენ. ალაბაზე ვერ დაგეთანხმები..

  • Always cule
    schedule 23 იან 2021, 23:30

    ალბასთვის არც მოუყვანიათ ისეთი კონკურენტი არავინ რო ამოეგდო ძირითადიდან.
    ეჰ… როგორ გვაკლია დანარჩენი ოთხი

  • M10 S9 D11
    schedule 23 იან 2021, 23:24

    ფეხბურთის თამაში მარტივია ფეხბურთის მარტივად თამაშია ძნელი

  • El Guaje
    schedule 23 იან 2021, 23:21

    მხოლოდ ლეო მესისთვის ასისტის გასაკეთებლად იბრძვის, მაგრამ თუ ასეა, რატომ ვერ შეძლეს სხვა ფეხბურთელებმა ალბას სკამზე დასმა და თავიანთი თავის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება? ეს იმიტომ, რომ 31 წლის ფეხბურთელი მარტივად, თუმცა ეფექტურად თამაშობს.

    ვინმე მოიყვანეს ან შანსი მიცეს :დ ? ლუკა დინი გაყიდეს და იქ რასაც აკეთებს კი ხედავთ